სამუშაო შეხვედრა #1. არაფორმალური განათლება. 10.10.25 by Lela Kistauri

"ფიქრის გვირაბი"
აქტივობა გამოიყენება სადისკუსიოდ. ავითარებს ზეპირმეტყველების, არგუმენტირებული მსჯელობის, მოსმენის, ანალიზის უნარებს.

მსვლელობა:

მასწავლებელი დაფაზე წერს სადისკუსიო თეზისს. ამბობს, რომ არ აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და სჭირდება დახმარება.

მოსწავლეები შემთხვევითი გაყოფით დგებიან ორ რიგად ერთმანეთის პირისპირ. ერთმა რიგმა უნდა მოიფიქროს არგუმენტები თეზისის სასარგებლოდ, მეორე რიგმა - უარსაყოფად. მასწავლებელი ჩაივლის რიგში - "ფიქრის გვირაბში", ჩერდება მორიგეობით ბავშვებთან, უსმენს ყურადღებით. "გვირაბის" ბოლოს იმ რიგის პოზიციაზე გადადის, ვინც უფრო დამაჯერებელ არგუმენტებს მოიფიქრებს.

ვარიაცია: შესაძლოა რიგებში მოსწავლეები გადანაწილდნენ საკუთარი პოზიციის მიხედვით და არა შემთხვევით.

"ჯადოსნური სარკე"
აქტივობა გამოიყენება დაწყებით საფეხურზე  კლასში პოზიტიური გარემოს/დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად.

მასწავლებელი კედელზე ამაგრებს პლაკატს წარწერით - "ჯადოსნური სარკე" ბავშვების სახელობის კონვერტებით.

მოსწავლეებს უხსნის, რომ მეგობარი მეგობრისთვის ჯადოსნური სარკეა, სადაც მხოლოდ კარგი ქცევები ჩანს, აირეკლება.

მოსწავლეები დღის განმავლობაში აკვირდებიან ერთმანეთს და ვინც კარგ ქცევას გამოავლენს, წერენ პატარა ბარათზე მოკლედ (მაგ.: ნატალიმ მეგობარს ათხოვა ფანქარი), აწერენ თარიღს და დებენ სიკეთის ავტორის სახელობის კონვერტში -  ერთი სიკეთე ერთი ჩანაწერი. თვის ბოლოს დავითვლით, ვინ რამდენი ბარათი მოაგროვა. შეიძლება სიმბოლური წამახალისებლის მოფიქრებაც.

"იდეების სკივრი - ყულაბა"
კლასში არის სკივრი ან ყულაბა, რომელიც იკეტება და მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია მისი გახსნა სადამრიგებლო საათზე. მოსწავლეები მთელი კვირის განმავლობაში ათავსებენ მასში ბარათებს იდეებით. მასწავლებელი სადამრიგებლო საათზე გასხნის სკივრს, გაეცნობა იდეებს და ერთად იმსჯელებენ მის ავკარგიანობაზე.

იდეები შეიძლება შეეხებოდეს წასაკკითხი წიგნის შერცევას, ექსკურსიის დაგეგმვას, კლასის რაიმე ღონისძიებას და ა.შ.