პრეზენტაციის ტიპები by Nino Kokaya

1. ტრადიციული/სტანდატული
ამ ტიპის პრეზენტაციებს უკვე დიდი ხანია იყენებენ. ხანდახან მას ‘უთხარით მათ’-საც (Tell ‘em)  უწოდებენ, და ასე გამოიყურება:
შესავალი – უთხარით მსმენელებს რაზეა პრეზენტაცია

ძირითადი ნაწილი - უთხარით მსმენელებს რისი თქმაც გინდათ

დასკვნითი ნაწილი- შეაჯამეთ ის, რაც უკვე უთხარით მსმენელებს
პრეზენტაციის ეს სტილი, შეიძლება ითქვას, დეილ კარნეგის აღმოჩენაა, ის გვირჩევდა, აუდიტორიისათვის წინასწარ გვეთქვა, თუ რაზე გავამხვილებთ ყურადღებას პრეზენტაციის მსვლელობისას, შემდეგ გადავსულიყავით პრეზენტაციის ძირითად ნაწილზე და დასკვნით ნაწილში კიდევ ერთხელ გაგვემეორებინა და შეგვეჯამებინა ის, რაზეც ვისაუბრეთ. კარნეგი 65 წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა დღემდე მისდევენ მის რჩევას. ამ ტიპის პრეზენტაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამეორება ცოდნის დედაა- გამეორება დაეხმარება აუდიტორიას უკეთ დაიმახსოვრონ ის, რასაც თქვენ ამბობთ.
ამ ტიპის პრეზენტაციას მომხრეებთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ არ არის საჭირო მსმენელებს პრეზენტაციის დაწყებისთანავე მოვუყვეთ, თუ რაზეა ჩვენი პრეზენტაცია.
თქვენი აზრით

რამდენად მართებულია მივყვეთ ამ სტრუქტურას?

რას შეცვლიდით/ან დაამატებდით?

2. მონროს მოტივირებული თანმიმდევრობა
პრეზენტაციის ეს ტიპი უკვე 80 წელია გამოიყენება, განსაკუთრებით საჯარო გამოსვლებისას.
ის 1930-იან წლებში შეიმუშავა ფსიქოლოგმა ალან მონრომ და გამოიყენება ისეთ პრეზენტაციებში, რომლებიც მიმართულია აუდიტორიის დასარწმუნებლად და მათი მოტივაციისათვის რამე მოიმოქმედონ, ან შეცვალონ. 5 ეტაპისაგან შედგება:

• ყურადღების მიქცევა -  ხშირად ამისათვის იუმორს იყენებენ, თუმცა, ამ შემთხვევაში ფრთხილად უნდა ვიყოთ, რაიმე ისეთი არ წამოგვცდეს, რაც შესაძლოა, ვინმესთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს, ან სრულებით არ იყოს სასაცილო. ხშირად აჩვენებენ საინტერესო ფოტოს, ან პატარა ვიდეორგოლს, რომელიც, რა თქმა უნდა, პრეზენტაციის თემატიკასთანაა კავშირში.

• საჭიროების განსაზღვრა -იმისათვის, რომ აუდიტორიას რაიმეს შეცვლა მოანდომოთ,  საჭიროა, დაარწმუნოთ იმაში, რომ არსებობს ცვლილების საჭიროება, რომ ის აუცილებელია. აუდიტორიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის რაც ახლა ხდება, არ მუშაობს და აუხსენით რა შეიძლება მოხდეს, თუ რამე არ შეიცვალა.

• საჭიროების დაკმაყოფილება - ეს არის თქვენი პრეზენტაციის ძირითადი ნაწილი, ამ ეტაპზე აუდიტორიის მოტივაციაა მთავარი, აქ უნდა წარუდგინოთ იმ საშინელიპრობლემის (რაც მანამდე ახსენეთ)გადაჭრის გზები, მიაწოდეთ ფაქტები, მაგალითები, ყველაფერი აუხსენით დეტალებში, აუდიტორიამ უნდა იცოდეს რას ელიან მათგან.

• შედეგების ვიზუალიზაცია/წარმოდგენა - ამ ეტაპზე ხდება აშკარა სურათის დახატვა - რა მოხდება, თუ აუდიტორია მიიღებს, ან უარს იტყვის თქვენს მიერ შეთავაზებული ნაბიჯების გადადგმაზე. რაც უფრო ნათლად და დეტალებში აღწერთ შედეგს, მით უფრო ადვილად მიიღებს აუდიტორია გადაწყვეტილებას.

• მოწოდება მოქმედებისაკენ - არაფერი შეიცვლება, თუ მსმენელებს არ გაუზიარებთ კონკრეტულ ქმედებას, ან ქმედებებს, რასაც მათგან ელით. აუდიტორიამ პრეზენტაცია მოტივირებულმა უნდა დატოვოს, ამიტომ შეეცადეთ, რომ არ გადატვირთოთ და ბევრი დავალება არ მისცეთ, ვინაიდანპ ატარ-პატარა დავალებების შესრულების შემდეგ უფრო მეტად ექნებათ იმის შეგრძნება, რომ რაღაცას მიაღწიეს და მეტად ექნებათ კიდევ რაღაცის გაკეთების სურვილი მომავალში.

რას ფიქრობთ ამ ტიპის პრეზენტაციის შესახებ?

რამდენად მისაღებია მისი ყველა სიტუაციაში გამოყენება?

3. AIDA
მას ხშირად იყნებენ მარკეტოლოგები, ან ის ვისაც რაიმე სერვისის/მომსახურების ან პროდუქტის გაყიდვა სურს. AIDA აბრევიატურაა და ასე იშიფრება: attention – ყურადღების მიპყრობა,  interest აუდიტორიის დაინტერესების შენარჩუნება, desire-სურვილის გაღვივება, action- მოქმედება. AIDA მოდელის გამოყენებისას გვირჩევენ რომ შემდეგი თანაფარდობა დავიცვათ 1:5:3:1, მაგალითად 20 სლაიდიანი პრეზენტაციის წარდგენისას, თქვენი სახელისა და მადლობის სლაიდის გარდა, პირველი 2 სლაიდი თუ ყურადღების მიპყრობას დაეთმობა, 9 ინტერესის შენარჩუნებას უნდა დაეთმოს, 7 -სურვილის გაღვივებას და ბოლოს - 2 მოქმედებას.
მაგალთად, ყიდით რაიმე პროდუქტს - ყურადღების მიპყრობის მიზნით პირველ სლაიდზე, ან სლაიდებზე შეგიძლიათ განათავსოთ პატარა ვიდეო რგოლი, ან პროდუქტის ვიზუალის ამსახველი ფოტოები, შემდეგ კი პროდუქტის აღწერა, მოკლე მიმოხილვა, მისი მახასიათებლები, რისთვისაა და რა პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხარება.

იმისათვის, რომ ინტერესი შევინარჩუნოთ, შემდეგ სლაიდებზე განვათავსებთ სიღრმისეულ/დეტალურ ინფორმაციას პროდუქტის შესახებ, მის მახასიათებლებს,  თუ პროდუქტი ძველის ახალი ვერსიაა - მაშინ, უნდა მივუთითოთ, რითი განსხვავდება ის წინამორბედისაგან და რა გამოარჩევს მას, რით განსხვავდება სხვა პროდუქტებისაგან.

გაუღვივეთ ინტერესი, თუმცა, ყველაფერი არ უთხრათ, უთხარით იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ მათ შემდეგ ეტაპზე გადასვლა მოინდომონ.

სურვილის გაღვივება - ძალიან ხშირად აქვთ კომპანიებს pre-order შეთავაზებები, როდესაც შეზღუდული რაოდენობის პროდუქტს უშვებენ და რამოდენიმე რჩეულს ეძლევა საშუალება, რომ პირველმა შეიძნოს ის, თუ პროდუქტი შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, შეგიძლიათ აუდიტორიას გაუღვიძოთ იმის სურვილი, რომ ეს პროდუქტი პირველმა ჩაიგდოს ხელში.

და ბოლოს - მოქმედება, იმ მსმენელებისათვის, ვინსაც სურს პროდუქტის შეძენა, მზად უნდა გქონდეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ან ყველა ის ინფორმაცია, რაც მათ პროდუქტთან მიიყვანს და  შეძენაში დაეხმარება.

რას ფიქრობთ ამ ტიპის პრეზენტაციის შესახებ?

რამდენად გამოგადგებათ ასეთი ტიპის პრეზენტაცია თქვენი საქმიანობის სფეროში?