My phenomenal padlet by Ioseb Lazarashvili

ევროპული საბჭო და ევროკავშირის საბჭო
ევროპული საბჭო შედგება წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს მეთაურებისგან,საბჭოს პრეზიდენტისადა კომისიის პრეზიდენტთან ერთად.მის მუშაობაში მონაწილეობს საგარეო საქმეთა უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. პრეზიდენტი გახლავთ შარლ მიშელი.
ევროპული საბჭო განსაზღრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკას  და პრიორიტეტებს.
ევროკავშირის საბჭო შედგება ევროკავშირის ყველა გვეყნის მთავრობათა მინისტრებისაგან .პრეზიდენტი ქვეყნების სამეულია გერმანია,პორტუგალია და სლოვენია. საბჭოს პრეზიდენტი იცვლება ექვს თვეში.ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გადაწყვეტილებების ძირთადი მიმღები ორგანოა.

ევროპარლამენტი
1979 წლიდან ევროპარლამენტის წევრების არჩევა ხდება პირდაპირი არჩევნების გზით, ევროკავშირის მოქალაქეების მიერ, 5 წელიწადში ერთხელ.

ის ევროკავშირში ერთადერთი პირდაპირი გზით არჩეული ინსტიტუტია და მის შემადგენლობაში შედის 705 ევროპარლამენტარი.

ევროპარლამენტის ძირითადი ფუნქციებია: საკანონმდებლო საქმიანობა, დემოკრატიული კონტროლი და ბიუჯეტის დამტკიცება.

პარლამენტის დემოკრატიული კონტროლის ფუნქცია კი გამოიხატება იმაში, რომ ამტკიცებს ევროკომისიის წევრებს და შეუძლია მისთვის უნდობლობის გამოცხადება.

ევროპარლამენტის წევრები დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას და არ ექვემდებარებიან წევრი სახელმწიფოების მითითებებს.

ევროპარლამენტი მდებარეობს სტრასბურგი (საფრანგეთი), ბრიუსელი (ბელგია), ლუქსემბურგი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: დავიდ მარია სასოლია

ევროპის სასამართლოები
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო არის ევროკავშირის ინსტიტუცია, რომელიც მოიცავს მთელ სასამართლო სისტემას. იგი დაარსდა 1952 წელს და განთავსებულია ლუქსემბურგში. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო შედგება სამი ცალკეული სასამართლოსგან: მართლმსაჯულების სასამართლო ზოგადი სასამართლო და საჯარო სამსახურის ტრიბუნალი.

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო უზრუნველყოფს ევროკავშირის ქვეყნებში ევროკავშირის კანონების ანალოგიურად გამოყენებას. მართლმსაჯულების სასამართლოში ყველა წევრ ქვეყანას ჰყავს ერთი მოსამართლე. მოსამართლეებს ეხმარებიან გენერალური ადვოკატები, რომელთა მთავარი მოვალეობაა, კომპეტენტური მოსაზრება გამოთქვან წარმოდგენილ საქმეებზე. ზოგადი (საერთო)სასამართლოსაქმეთა სიმრავლის გამო, ინდივიდების, კომპანიებისა და ორგანიზაციების საჩივრებს, ასევე კონკურენციის სამართალთან დაკავშირებულ საქმეებს იხილავს. ევროკავშირის საჯარო სამსახურის ტრიბუნალი კი აგვარებს ევროკავშირსა და მის თანამშრომლებს შორის წამოჭრილ დავებს.
სასამართლო შეიქმნა 1977 წელს და მდებარეობს ლუქსემბურგში. აუდიტორთა სასამართლოს თანამშრომელთა შორის არიან აუდიტორები, თარჯიმნები და ადმინისტრატორები. აუდიტორები დაყოფილნი არიან აუდიტორულ ჯგუფებად. ისინი ამზადებენ ანგარიშებს სასამართლოსათვის.

სასამართლოს ჰყავს თითო წევრი ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან. აუდიტორთა სასამართლოს უფლება აქვს, შეამოწმოს ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირიდან ფინანსდება.  აუდიტორთა სასამართლო ასევე ვალდებულია, გამოთქვას მოსაზრება ევროკავშირის ფინანსურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და თაღლითობასთან ბრძოლის მიმართულებით.

ევროკომისია და ევროპის ცენტრალური ბანკი
ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა. 1)იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს
2)კომისია შედგება პრეზიდენტისგან, შვიდი ვიცე-პრეზიდენტისგა და 20 კომისრისგან – თითოეული წარმოადგენს ევროკავშირის ერთ ქვეყანას.
3)ისინი არ არიან თავიანთი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები, არამედ თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე.

ევროპის ცენტრალური ბანკი

ევროპის ცენტრალური ბანკი, დაარსდა 1998 წელს და მდებარეობს ფრანკფურტში (გერმანია).
ბანკის მთავარი მიზანია:
1) ფასების სტაბილურობა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ევროს იყენებენ და
2) ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების კონტროლის გზით შეინარჩუნოს სტაბილური ფინანსური სისტემა.
ევროპის ცენტრალური ბანკის სტრუქტურაა:
1) აღმასრულებელი საბჭო ხელმძღვანელობს ბანკის ყოველდღიურ საქმიანობას; 2) მმართველი საბჭო - განსაზღვრავს ევროზონის მონეტარულ პოლიტიკასა და საპროცენტო განაკვეთებს;
3) გენერალური ხელს უწყობს საკოორდინაციო და საკონსულტაციო საქმიანობასა და ევროზონაში ახალი წევრების მიღებას.