ვაჭრობა და ვაჭრები ,,ვეფხისტყაოსანში'' by

ვაჭრები და ეპოქა
იქამდე სანამ დავიწყებდი კონკრეტულ საკითხზე საუბარს, მანამ მიმოვიხილავ ეპოქას. როგორც გავიგეთ, რუსთაველის ეპოქის საქართველოში კარგად იყო განვითარებული ვაჭრობა. საქართველოს, როგორც კულტურულად და ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყანას გაცხოველებული აღებ–მიცემობა ჰქონდა გაჩაღებული როგორც ჩრდილოეთის და დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებთან. იმ დროს ჩვენში ვაჭრები საკმაოდ ძლიერ ფენას წარმოადგენდნენ და ერთგვარ გავლენასაც ახდენდნენ სახელმწიფოს ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ,,ვეფხისტყაოსნის’’ გმირები ფეოდალურ–რაინდული წრის წარმომადგენლები არიან და მოქმედება უმთავრესად მეფეთა სასახლეებსა და ფეოდალურ სამყაროში მიმდინარეობს–რუსთაველმა თავისი პოემის სიუჟეტში ბუნებრივად ჩაურთო ის ეპიზოდები, რომლებითაც გადაგვიშალა ვაჭართა ყოფა–ცხოვრება, მათი საქმიანობა და ხასიათი. პოემაში ვაჭართა პირველი გამოჩენისთანავე ცხადი ხდება, რომ რუსთაველის სიმპათიები რაინდთა მხარეზეა. შეშინებული ,დამფრთხალ–დალაჩრებული ბაღდადელი ვაჭრების დახატვისას პოეტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ავთანდილის, როგორც რაინდთა წრის წარმომადგენლის ვაჟკაცობას. რასაკვირველია, ვაჭრების ცხოვრების წესი სრულიად განსხვავებულია, მათი საქმე აღებ–მიცემობაა, ყიდვა–გაყიდვა, მოგება–წაგება. რუსთაველი მშვენივრად გვიხატავს ამ მომენტს უსენის მებაღის სიტყვებით:
,,დიდ–ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ

იყიდიან,გაყიდიან,მოიგებენ,წააგებენ;
გლახა თვე ერთ გამდიდრდების,სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ;
უქონელნი წელიწამდის საქონელსა დაიდებენ'’

ევალებათ ვაჭრებს ბრძოლის ხელოვნების სწავლა?
როგორც უსენის, მებაღის სიტყვები გვაუწყებს მათი საქმიანობა სრულიად განსხვავებულია. ასეთი საქმიანობის გამო ვაჭრებს სულაც არ ევალებათ ბრძოლის ხელოვნებასაც ფლობდნენ, ეს მათ ძალებს აღემატება. ისინი იმდენად უმწეონი არიან, მეკობრეთაგან თავის დაცვაც კი არ შეუძლიათ და სასოწარკვეთილნი დგანან ზღვის პირას
,,შევიდეთ,ვა თუ დაგვხოცნენ,ძალი არა გვაქვს ომისა

ვერცა ვდგათ,ვერცა წავსულვართ,ღონე წაგვსვლია რჩობისა.’’
–ასე ეუბნებიან ვაჭრები ავთანდილს.

ვაჭრების უმწეობა კიდევ ერთხელ გამოჩნდება მეკობრეებთან შეხვდრისას: საბრძოლოდ შემართული ავთანდილი ვაჭრებს ასე აფრთხილებს:
,,თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ,ომისაცა უმეცარნი,

შორს ისართა არ დაგხოცნენ,ჩაიხშენით თანა კარნი’’
ამგვარ მიმართვაზე ვაჭრები როდი განაწყენდებიან.მათ თავადაც შესანიშნავად იციან თავიანთი უძლურობის ამბავი,ამიტომაც ასე შეუთვლიან ავთანდილს:

,,შენგან ვართ გამაგრებულნი,ჩვენ ვიცით ჩვენი ცვილობა’’

გულანშარო– ვაჭრების ქალაქი
ვაჭართა სამყარო კიდევ უფრო ნათლად იგრძნობა მკითხველის წინაშე ზღვათა სამეფოსა და მისი მთავარი ქალაქის–გულანშაროს სახით. რუსთაველი დიდი მხატვრული სიმახვილით გვიხატავს ვაჭართა ყოფისთვის დამახასიათებელ მომენტებს. ინდოეთისა და არაბეთის ქვეყნებთან შედარებით გულანშაროს ქალაქში სულ სხვა სურათს ვხედავთ. ბრძოლისა და ნადირობის ნაცვლად იქ აღებ–მიცემობაა გაჩაღებული.მეფის უახლოესი ადამიანებიც,აქ ვაჭართა უხუცესი უსენია. რომელსაც,გარდა იმისა რომ დიდი სიმდიდრე შეუძენია,სხვა ღირსება არ გააჩნია. ის მხდალი,ცრუ და ფიცისგამტეხია. მიუხედავად ამისა,სიმდიდრის წყალობით უსენი მთელს სამეფოში საპატიო ადგილს იჭერს.იგი მეფის მეგობრია,მისი ხშირი და სასურველი სტუმარი:
,,უსენ მივიდა,ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი,

უსენ არიფი მეფისა,მეფეცა მისი მნომელი

წინა მიისვა,შეიძღვნა,ძღვენი მიართვა რომელი.’’

გარეგნობა,თავისებურება,მისწრაფება
ვაჭრებს თავისებური აქვთ გემოვნებაც,მისწრაფებებიც და გრძნობაც. გმირობა და რაინდობა აქ არ ფასობს. ვერც მორალით დაიკვეხნის ზოგიერთი მათგანი. თვით ვაჭართუხუცეს,უსენს,სამეფოს უწარჩინებულეს კაცს,არაფრად მიაჩნია ფიცის გატეხვა.–იგი პირველი შემთხვევისთანავე უამბობს მეფეს ნესტანის ამბავს... აქ სიყვარულიც გაგებაც სხვანაირია.უსენის ცოლის,ფატმანისთვის უცხოა ,,შორით კვდომა,შორით დაგვა..’’ იგი წუთიერ ვნებებს აყოლილი სიძვის დიაცია,რომელიც მზად არის გაიზიაროს სარეცელი ყველასთან,ვინც კი მოეწონება. გასამართლებელი საბუთი შემდეგში მდგომარეობს– ,,მჭლე არის და თვალად ნასი’’ ამდენად,მისთვის უცხოა პრინციპი–,,გული ერთსა დააჯეროს,კუშტი მიჰხვდეს თუნდა ქუში’’ რა თქმა უნდა უსამართლობა იქნება ფატმანის ასე შეფასება, მონეტის მეორე მხრის არ გამოაშკარავება და სიერთგულის დაკარგვა.

ვაჭრები
ვაჭრობის ეპიზოდი  ერთ–ერთი ყურადღებამისაქცევია ვეფხისტყაოსანში. მითუმეტეს  საქართველოს საექსპორტო ვაჭრობის მაღალი დონე XII ს-ის საქართველოში. ამის დასადასტურებლად კარგი მაგალითია: ივ. ჯავახიშვილი, ის  წერდა: „საქართველოს აღებ-მიცემობაც როგორც შიგნით, ისევე საგარეოც განვითარებული ჰქონდა. ქართველ სოვდაგრებს მაშინ ისეთ შორეულ ქვეყნებთან ჰქონდათ ურთიერთობა, როგორც ეგვიპტე იყო სამხრეთით და რუსეთი ჩრდილოეთით, საექსპორტო ვაჭრობა ფართოდ იყო გავრცელებული. ეგვიპტიდან, ალექსანდრიიდან, იტალიელი მოგზაურების სიტყვით, საქართველოს საექსპორტო ვაჭრობის ერთ-ერთ საგანთაგანს საუცხოვო ოქროქსოვილებიც შეადგენდა. ნავთიც კი გაჰქონდათ აქლემებითა და გემებით საქართველოს სახელმწიფოდან. რუსთველის „ვეფხისტყაოსანშიც“ ყველაზე დიდი რაოდენობით საგარეო ვაჭრობის საგნებია დასახელებული: პატიოსანი ქვები და თვალ-მარგალიტი (ალმასი, ალქატი, ამარტი, ანდამატი. ბალაშხი, ბროლი, გიშერი, ზურმუხტი, ლალი („მარგალიტი და ლალები“, „ბროლი, სათი და ლალები“), მინა, სათი, სადაფი, იაგუნდი, ქარვა და სხვ.); ოქროქსოვილები (ტურფა, ლარი, სტავრა, ზეზი, ფარჩა და სხვ.); ოქროს და ვერცხლის ჯამ-ჭურჭელი („ოქროს გობი“, „ლალის ჭიქები“, „ოქროს ჯამი“, „ჯამი და ჭიქა ყველა ფეროზისა და ლალისა"); ავეჯი („ოქროს ტახტი“, ტაბაკა, სელი, აკამი); ძვირფასი ტანისამოსი (კაბა, ყაბაჩა, რიდე („პირ-ოქრო რიდე“): კურტაკი, პერანგი („ტურფა პერანგი, წმიდები“); მანდილი, ხელ-მანდილი, სარტყელი („ოქროს სარტყელი“), ჩაბალახი, სარქმელი, საბურავი, ჯუბა, ჯუბაჩა და სხვ.): ნოხ-ფარდაგი („ფარდაგები ოქსინოსი“); საფენელი („ფერხთან საფენლად ოქსინო“); ბალიში, ნატი, ტყავი („ვეფხისტყავისა კატები“) და სხვ.; სამხედრო აბჯარ-საჭურველი (აბჯარი, მუზარადი, ჯაჭვი („ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი“); ხრმალი („ალმასი ხომალი ბასრისა“); მეტად ძვირად ღირებული საიმპორტო საქონელი (ყანდი, ქაღალდი, ყარყუმი, ნარინჯი.....

განა ვაჭრობა ასეთი უარყოფითია?
მიუხედავად ვაჭართა წრისადმი ამგვარი დამოკიდებულებისა,ისინი მაინც არ არიან ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ უარყოფითად წარმოდგენილი. რუსთაველს არ სძულს და არც უყვარს ვაჭრები. მათი დადებითი მხარეც იცის და უარყოფითიც.თუკი ვაჭრების მისამართით პოემაში გავიგონებთ სიტყვა ,,ჯაბანს’’ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვაჭრებისადმი ზიზღით ავხსნათ. ავთანდილი, რომელიც ამ სიტყვას წარმოთქვამს,მხოლოდ ფაქტს აღნიშნავს. მას ფიქრადაც არ გავლია დასცინოს ანდ თუნდაც დაამციროს ვაჭრები. მართალია ,,ომისა უმეცარნი’’ არიან მაგრამ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და მას ,,დასჯერდეს’’.  პროლოგი ამას გვაცნობს:
,,რაცა ვის რა ბედმან მისცეს,დასჯერდეს და მას უბნობდეს;

მუშა მიწყივ მუშაკობდეს,მეომარი გულოვნობდეს’’
ამრიგად შოთა რუსთაველმა თავის პოემაში დაგვიხატა ვაჭართა წრეც,მათი საქმინობა,ზნე,ხასიათი,ყოფა–ცხოვრება. ხაზი გაუსვლა რაინდთა უპირატესობას და ვაჭართა მიმართაც ობიექტურობა გამოიჩინა.

არასდროს დაივიწყოთ, რუსთაველის პოემაში არ არის არც ერთი არამოტივირებული ეპიზოდი,ისეთი რამ,რაც თითქოს არალოგიკურად მოგვეჩვენებოდა. ესეცაა პოემის ერთ–ერთი დიდი ღირსება. აქ ადამიანის მოქმედებაც ბუნებრივია და მოქმედების განვითარებაც. ვაჭრებსაც ასეთივე ფუნქცია აქვს ,,ვეფხისტყაოსანში.''