Закладки by Liana Bakuridze

✨🥀ვულკანი კილიმანჯარო✨🥀
აფრიკის უმაღლესი მთა და მსოფლიოს უდიდესი ეული მწვერვალი კილიმანჯარო 5895 მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს სავანას.„კილიმა“ სუაჰილის ტომის ენაზე „მთას“ ნიშნავს, ხოლო „ნჯარი“ კაჩაგას ტომის ენაზე – „თეთრს“.
მთა მილიონი წლის წინ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიშვა. კილიმანჯაროს სამი მწვერვალი აქვს სამივე ვულკანის კონუსია. უმაღლეს კონუსს კიბო ჰქვია და სწორედ კიბოს კიდეზე მდებარეობს კილიმანჯაროს უმაღლესი წერტილი, უჰურუს პიკი. შედარებით ქვემოთაა მავენზისა და შირას კონუსები (პირველი – 5149, მეორე – 3962 მ). კილიმანჯარო მიძინებული ვულკანია, თუმცა კიბოს კრატერში პერიოდულად მცირე აქტივობა შეიმჩნევა. ბოლოს ამ კრატერიდან ლავამ 200 წლის წინ ამოხეთქა.4200 მეტრს ზემოთ ალპური უდაბნოა, სადაც მცენარეებს იშვიათად შეხვდებით, თავად მწვერვალი თოვლითა და მყინვარებით არის დაფარული. ჰაერში ჟანგბადის დონე მთის ძირთან შედარებით განსხვავებულია. ქვედა ეკოსისტემებში სხვადასხვა სახის ცხოველები ბინადრობენ. ჩიტებს შორის გამორჩეულია ჭრელი რქაცხვირა და ტურაკო, ცხოველებს შორის – ლურჯსახიანაი მაიმუნები, კოლომბუსები, მცირე ტანის ანტილოპები და ჯიქები.
კილიმანჯაროს მწვერვალი პირველად 1889 წელს ადგილობრივი გიდის, 18 წლის იოჰანა კინიალა ლავუოს მეგზურობით გერმანელმა ფოტოგრაფმა, ჰანს მაიერმა და ავსტრიელმა მთასვლელმა ლუდერინგ პურტშელერმა დალაშქრეს. ყოველ წელს 25000-მდე ადამიანი ცდილობს კილიმანჯაროზე ასვლას, მაგრამ ბევრი ვერ ახერხებს. მართალია, მისი კალთები ერთი შეხედვით იოლად დასაძლევი ჩანს, მაგრამ კილიმანჯარო ძალიან მკაცრია. მწვერვალთან ახლოს ძალიან ცივა და ჟანგბადის ნაკლებობის გამო სუნთქვა ჭირს.