ელდარის დაბლობი by Tamar Enuqishvili

ელდარის დაბლობი— აკუმულაციური ვაკე-დაბლობი მდინარე ივრის ქვემო დინების ორივე ნაპირზე, მინგეჩაურის წყალსაცავის დასავლეთი ნაწილის ჩრდილოეთით. მოქცეულია საქართველოსა და აზერბაიჯანში. აგებულია მეოთხეული ალუვიური და დელუვიური ნალექებით. შეადგენს მტკვარ-არაქსის აკუმულაციური დაბლობი ვაკის ნაწილს. საქართველოს ფარგლებში მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ ვრცელდება 25 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე 6–7 კმ. თითქმის ჰორიზონტალურ სიბრტყეს წარმოადგენს, რომლის აბსოლუტური სიმაღლეა 100–200 მ.

ელდარის დაბლობი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ნამდვილი ნახევარუდაბნოს ლანდშაფტია. ნალექების წლიური ჯამი 250–300 მმ, ამის შესაბამისად მდინარის ჩამონადენის მოდულიც დაბალია 1–2 ლ/წმ².ელდარის დაბლობი საქართველოს გამორჩეული უდაბური და გვალვიანი კუთხეა. რუხ და ღია მურა ნიადაგებზე განვითარებულია აბზინდიანი ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, რომლის ფონზეც ადგილ-ადგილ გავრცელებულია ხურხუმოიანები და უროიანები. ელდარის დაბლობზე წარმოდგენილია ნესტიანობის მკვეთრად გამოყოფილი უარყოფითი ბალანსი (განესტიანების ხარისხი უდრის 0,2–0,3). ვაკისა და მასზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მობჯენილი გაშიშვლებული კალთების (ივრის ზეგნის კიდის) ჰავის სიმშრალის გამო რაიონი სრულიად მოკლებულია ჰიდროგრაფიულ ქსელს. აქ მოედინებიან ხოლმე დროებითი ნაკადები, თუმცა ელდარის დაბლობის გადაკვეთას ვერ ახერხებენ და ნიადაგში იჟონებიან. ელდარის დაბლობის ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი სავსებით გატიტვლებულია და გვალვისაგან დამსკდარი. დაბლობის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ცნობილია „ბუღამოედნის“ სახელწოდებით. ცხვრის საზამთრო საძოვარია.

ბუნებრივი საფრთხეები - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გვალვა და სეტყვაა. მუნიციპალიტეტისთვის ასევე სახასიათოა ძლიერი ქარები, რომელთა სიხშირე და ინტენსივობა ასევე შეიძება გაიზარდოს ტყის ჭრის გამო.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის ჯერ-ჯერობით არაა შეფასებული მოსალოდნელი ცვლილებები კლიმატში, თუმცა საერთო ტენდენციიდან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალში კლიმატური ცვლილებები კიდევ უფრო გაამწვავებს ჩამოთვლილ საკითხებს.

მუნიციპალიტეტში ცხვრის რაოდენობა ჭარბია მათ ხელთ არსებული სათიბ-საძოვრების რესურსთან შედარებით.ამისი ინდიკატორია სათიბ-საძოვრების ეროზია გადაძოვების შედეგად. პრობლემას ისიც უნდა ამწვავებდეს, რომ ცხვრის საზაფხულო საძოვრებზე სხვა ადმინისტრაციული ერთეულებიდანაც შემოჰყავთ. მიუხედავად სათიბ-საძოვრების სიმცირისა და დეგრადაციისა, მათი მოვლა-შენარჩუნებისთვის მუნიციპალიტეტში არავითარ ღონისძიებებს არ მიმართავენ.მუნიციპალიტეტში ცუდადა განვითარებული სოფლის მეურნეობის სამსახური,რომელიც შესძლებდა სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და მათზე რეაგირებას.

გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებისთვის რეკომენდირებულია შემდეგი ზომების გატარება:  ქარსაცავი ზოლების აღდგენა , რაც შეამცირებს ქარების ზემოქმედებას და ხელს შეუწყობს ტემპერატურული რეჟიმის დარეგულირებას  სათიბ-საძოვრების ეროზიის პრევენცია. სასურველია დადგინდეს რეალურად რა რაოდენობის ცხვარი და პირუტყვის ძოვებაა დასაშვები კონკრეტული საძოვრებისთვის და შეძლებისდაგვარად დაცული იქნას ეს ნორმები. ამას გარდა,სასურველია დაინერგოს მონაცვლეობითი ძოვება, და საჭიროების შემთხვევაში შეიზღუდოს შემოყვანილი პირუტყვის სულადობა, მეცხოველეები გადავიდნენ ნაწილობრივ ბაგურ კვებაზე (რაც მათ წველადობაზეც აისახება).  ეროზირებული სათიბ-საძოვრების აღდგენა, რისთვისაც შესაძლებელია განხორციელდეს ბალახის თესვა, დროებით შეიზღუდოს ძოვება ეროზირებულ მონაკვეთებზე და სხვა.  სასურველია მუნიციპალიტეტში გავრცელდეს რწყვის თანამედროვე მეთოდები,რაც შეამცირებს წყლის დანაკარგს და ნიადაგის დამარილიანების რისკს.