"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" - ეკლესია-მონასტრების რუკა by ina bitsadze

Bağbaşı, ხახულის ტაძარი, Tortum/Erzurum, Türkiye
ხახულისწყალზე შემორჩენილია ხიდი, რომელსაც აქაურები, ქართული ტრადიციისამებრ, თამარის ხიდს უწოდებენ.

სოფლის ბოლოს არის ხახულის ტაძარი. ამის შესახებ თურქულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებული წარწერები გვამცნობს. მთავარ ტაძარს, ჩვეულებისამებრ, გარს ერტყა მცირე ეკლესები, რომელთაგან 5 გალავანს შიგნით იდგა, 3 კი - გარეთ. მაჰმადიანებს მთელი ტაძარი ჯამედ გადაუკეთებიათ, რასაც ტაძარი დანგრევისაგან გადაურჩენია.

ხახულის მონასტრის ნაგებობათა შორის განსაკუთრებით ორია მნიშვნელოვანი: დიდი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც აშენებულია დავით დიდი კურაპალატის მიერ, X საუკუნის II ნახევარში, რასაც ადასტურებს „ქართლის ცხოვრება“. ასევე საყურადღებოა მთავარი ტაძრის სამხრეთით მდებარე ერთნავიანი ბაზილიკა. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს: „ხევზედ, შიფაქლუს მთის კალთას, არს ეკლესია - მონასტერი ხახულისა, ყოვლად-წმიდის ღვთისმშობლისა... ეს აღაშენა დავით კურაპალატმან, ბაგრატ მეფის მამობილმან. აქავ არს ეკლესია ფრიად შვენიერი, დიდშენი, რომელი აღაშენა 48-ე მეფემან დავით. არამედ აწ უქმ ცარიელ არიან...“ ვახუშტის მიერ დასახელებული 48-ე მეფე არის დავით კურაპალატი (876-881), ძე ბაგრატ კურაპალატისა და შვილიშვილი აშოტ I კურაპალატისა.

Çamlıyamaç, ოშკი, Uzundere/Erzurum, Türkiye
„ეს იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი და აზავერთა მექვიშეთაი, რომელიც წელიწადსა წაეგების დრამა 20 ათასი, ღუინო - ფისოსი 5 ათასი, რკინა ლიტრა 60, ხუარბალ - გრივი 250, გალატოზი და ხურო და მფედელი, რომელი მარადით შურებოდა - 70. ხარი, რომელ ქვასა კრებდა - 30, ჯორი და სხუაი აზავერი, რომელი გრიგოლ-წმიდით სპინდიაკსა კრებდა - 60 და ყოველი ერი და მოქმედი 80“ - წერია ტაძრის კედელზე.

ოშკის ტაძარი მთის კალთაზე დგას, მდინარე თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ  ნაპირზე, იქ, სადაც ეს წყალი ერთვის თორთუმის ტბას, რომელიც დაახლოებით 1791 წელს შემთხვევით დაგუბების შედეგად წარმოქმნილა.

Penek, ბანა, Şenkaya/Erzurum, Türkiye
„ფანასკერტის წყალზედ არს ბანა. აწ უწოდებენ ფანაქს. ეკლესია გუმბათიანი, დიდი, მშვენიერად ნაგები, კეთილ მშვენიერ ადგიალს აღაშენა მეფემან ადარნასემან და დაფლულნი არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისის და ნარემაკისა და აწ არც ცალიერ.“ - წერდა ვახუშტი ბაგრატიონი.

უბისის მონასტერი
მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მეფისა, აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე, იერუსალემით მოსრული, სარწმუნოი მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად, რამეთუ ხანძთით წარყოლილ იყო იგი თევდორეს და ქრისტეფორეს თანა და აქუნდეს მას კეთილნი წიგნნი.

იშხანის მონასტერი, İşhan/Yusufeli/Artvin, Türkiye
„და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ“.

იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო VII საუკუნის I ნახევარში, მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ნერსეს მიერ. ნერსეს ტაძარი იშხანში საბას სულ დანგრეული დახვედრია. პირველი ტაძრისაგან გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუცევია ახალ შენობაში.

ქართული ისტორიული ძეგლი ოთხთა ეკლესია, Bahçeli/Yusufeli/Artvin, Türkiye
ოთხთასთან მისული ტაძრის მშვენიერებით იხიბლები, მაგრამ თან გული ტკივილით გევსება - ბაზილიკა მეტად მძიმე მდგომარეობაშია. იგი მცენარეებს დაუფარავს.

ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთ სახელი იმიტომ დაურქმევიათ.

ოთხთაზე ასეთი ლეგენდაც არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია თამარის გარდა. ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, ამიტომ თმა შეუკვეცავს, გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა.

პარხალი, Altıparmak/Yusufeli/Artvin, Türkiye
პარხალი პარხალისწყლის ხეობაშია, სოფელ პარხალში, ლაზეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში. ამ მიდამოებში ოდესღაც კლდეში ნაკვეთი წყალსადენიც ყოფილა, რომელიც ტაძრის აგების შემდეგ თამარ მეფის ბრძანებით გაუყვანიათ.

თავად ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ამხელა ბაზილიკა საქართველოს ტერიტორიაზე არსად არის შემორჩენილი. ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელზე მეათე საუკუნეში დავით მესამე კურაპალატს აუგია.

მონასტრისთვის იონა ბარაიას შეუწირავს შატბერდში 973 წელს გადაწერილი სახარება, რომელიც დღეს პარხალის ოთხთავის სახელითაა ცნობილი.

პარხალის ტაძარი საკმაოდ კარგად არის შემონახული. ეს ალბათ იმის წყალობით, რომ აქაც მეჩეთია.

შატბერდის მონასტერი, Artvin, Türkiye
როცა აშოტ კურაპალატმა გრიგოლ ხანძთელისგან ხანძთის ქება მოისმინა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“.

„და რაჟამს მივიდა ნეტარი მამაი გრიგოლ შატბერდს, მაშინ ცრემლითა მისითა მდინარითა ირწყვებოდა ადგილი იგი“, - მოგვითხრობს გიორგი მერჩულე.

აშოტის შემდეგ, კურაპალოტობა მისმა ძემ - ბაგრატმა მიიღო. გრიგოლს მისთვის უთხოვია შატბერდში - ხანძთისთვის შეწირულ აგარაკზე მონასტრის აშენება. ის დათანხმდა და „მისცა ყოველივე სახმარი საშენებლად“, ე.ი. შატბერდი პირველად ბაგრატ პირველის მეფობის დროს, 836 წელს აშენდა.

გრიგოლს თავდაპირველად მცირე ეკლესია და სენაკები აუშენებია. ბაგრატის მემკვიდრეებს და ერისთავებს ბევრი რამ შეუწირავთ.

Opiza Manastırı (?), Bağcılar/Artvin Merkez/Artvin, Türkiye
მაშინ სიხარულით წარემართნეს გზასა მას, რომელი არა უწყოდეს, არამედ არა უმეცარ იყვნეს, რამეთუ უფალი მხოლოი უძღოდა მათ, ხედვიდა რაი გულსა მათსა წმიდასა და წყაროებრ დაუწყვედელსა ლოცვასა და ცრემლთა მათთა ნაკადულსა. და მოიყვანნა იგინი ქართლით ოპიზას პირველად.

ხოლო იყვნეს ოპიზას ძმანი მცირედნი შეკრებულ ქრისტეს სიყუარულისათვს, ვინაითგან პოვნილ იყო წმიდაი იგი მცირე ეკლესიაი წმიდისა ნათლისმცემელისაი. და იყო წინამძღურისა მათისა სახელი ამბა გიორგი.

Khandzta, Artvin, Türkiye
ამათ ნეტართა შორის გამობრწყინდა მადლითა სავსე, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი და კეთილად განმგებელი მოღუაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყნისა ანგელოზი, სანატრელი გრიგოლ, სულიერად მამაი და წინამძღუარი და მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისაი, ორთა მათ დიდებულთა მონასტერთაი, რომელი ექმნა სახე კეთილის ყოველთა მის ჟამისა მეუდაბნოეთა მამათა ახლად შენებასა მათსა.

კვირიკეთი
და ესევითარსა კეთილსა განზრახვასა და გზავნასა მისსა პოვნა მოყუასნი კეთილნი შეწევნითა ქრისტეს მადლისაითა: საბა, რომელსა ეწოდა საბან, დედის დისწული მისი, იშხნისა მეორედ მაშენებელი და ებისკოპოსი მისი, და თევდორე, ნეძვსა მაშენებელი და მამაი, და ქრისტეფორე, კვირიკეთისა მაშენებელი და მამაი.

ნეძვის ეკლესია, Akhaldaba
ნეძვის მონასტერი არის IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, წმ. თეოდორე ნეძველის მიერ. მდებარეობს ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალდაბის ტერიტორიაზე, მტკვრის ერთ-ერთი შენაკადის მდინარე ნეძვისხევის ხეობაში, ახალდაბიდან 10-12 კმ-ში.

ნეძვის წმ.გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკაში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს უმოღვაწიათ და აქ დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა სამონასტრო კომპლექსი. თუმცა მე-20 საუკუნეში აქ უკვე ნანგრევები იყო.

არტანუჯი/Artvin, Türkiye
ხოლო ჟამთა ამის წმიდისათა ხელმწიფემან აშოტ კურაპალატმან დაიპყრნა მრავალნი ქვეყანანი და აღაშენა ციხე არტანუჯისაჲ საცხორებელად დედუფლისა, მეუღლისა თვისისა. და მას შინა კეთილად ცხოვნდებოდა მრავალთა წელიწადთა.

ხოლო აცთუნა მტერმან ხელმწიფე იგი და მოიყვანა მან დედაკაცი სიძვისაჲ ციხესა მას შინა, რომლისა თანა იმრუშებდა, რამეთუ ეშმაკი ტრფიალებისაჲ ფრიად აზრზენდა. რომელსა პირველ არა აქვნდა ეგევითარი ჩვეულებაჲ, არამედ ძლეულ იქმნა ბოროტითა მით ცოდვითა.