Bookmarks by Lika

ათონის ივერთა მონასტრის მნიშვნელობა ქართული კულტურისათვის.
ძველი ქართული კულტურის საზღვარგარეთულ კერათა შორის ერთოვნული მწერლობის განვითარებისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელობა ჰქონდა ათონის სავანეს. თუ ქართული მწერლობა უაღრესად განვითარდა XI_XII საუკუნეებში, ეს ივერთა მონასტერში მოღვაწე მამების  უდიდესი დამსახურებაა. მონასტერში თავმოყრილი იყო ქართველთა საუკეთესო კულტურული ძეგლები. აქ ითარგმნა და გადაიწერა იმ განძის უდიდესი ნაწილი, რომლითაც ცვნი მწერლობის ისტორია ამაყობს. ათონზე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო, საგანმანათლებლო და საკალიგრაფიო სკოლა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს წარსულში.

ათონის მთის გეოგრაფიული მდებარეობა.
ათონი — ნახევარკუნძული აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი შვერილი. შეჭრილია ეგეოსის ზღვაში. სიგრძე 50 კმ, სიგანე 10 კმ. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია მთა ათონი (2033 მ). აიონ-ოროსი კრისტალური ფიქლებით აგებული ჰორსტია. შემოსილია მაქვისით, ფიჭვის, მუხისა და წიფლის ტყეებით. ნახევარკუნძულის ძველი სახელმწიფო იყო აქტე. ძვ. წ. 480 საბერძნეთის წინააღმდეგ გამოლაშქრებამდე ქსერქსეს აქტეს ყელზე გაუჭრია არხი, რომლის კვალი დღემდეა შემორჩენილი. VII—VIII საუკუნეებში აქ იწყება განდეგილების, შემდეგ მონაზონთა დამკვიდრება და სამონასტრო მშენებლობა.

ლეგენდა ათონის მთაზე.
ათონის მთის გაჩენაზე ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, თითქოს ამ ადგილზე ერთმანეთს ეხეთქებოდნენ საომრად აღძრული გიგანტები და ღმერთები. თრაკიელი გიგანტის მითიური სახელი ყოფილა ათოსი. (თრაკია ბულგარეთის ერთ-ერთი რეგიონია.) ამ მითის მიხედვით ბრძოლის მიზანი იყო ღმერთებსა და გიგანტებს შორის საზღვრების დადგენა. ათოსმა მოატეხა დედამიწას უზარმაზარი კლდე და ესროლა ზღვაში ამომართულ პოსეიდონს. ამ კლდით ზღვაში გაჩნდა ხმელეთი. ხმელეთს ათოსის პატივსაცემად ეწოდა ათონი, რომელიც ბერძნულად გამოითქმის როგორც ათოსი. ეგეოსის ზღვაში შეჭრილი მთიანი ნახევარკუნძული გაჩნდა - ვითარცა საზღვარი - გიგანტთა და ღმერთთა საბრძანებელთა შორის.საეკლესიო გადმოცემის თანახმად, დაახლ. 44 წ. ათონის მთაზე იმყოფებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. მან თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „დაე ეს ადგილი იყოს ჩემი წილხვედრი, რომელიც მომეცა მე ჩემი ძისა და ღმერთის მიერ. დაე დაივანოს მისმა მადლმა ამ ადგილას და აქ მცხოვრებლებზე.

ქართველების გამოჩენა ათონის მთაზე.
პირველი ქრისტიანი მოწესენი ათონზე VIII-IX საუკუნეებიდან ჩანან. 870 წელს იოანე კოლოვუმ დააარსა პირველი სავანე, ხოლო მომდევნო ხანაში სამონასტრო მშენებლობა ისე შესამჩნევლად გაიშალა ერთიმეორის მიყოლებით იმდენი მნიშვნელოვანი სავანე აღმოცენდა, რომ მალე ათონის მთას მთაწმინდა ეწოდა. 965 წელს ათონის მთას ეწვია გამოჩენილი ქართველი მოღვაწე იოანე, რომელსაც ახლდნენ ვაჟიშვილი ექვთიმე და მოწაფენი. ათონის ივერთა მონასტერს თავიდაპირველად იოანე ხელმძღვენელობდა. მან ენერგიულად იწყო ზრუნვა ქართული სავანის გამტკიცება-გაძლიერებაზე. შეიძინა მამულები, უზრუნველყო მონასტერი შემოსავლით. იოანეს გარდაცვალების შემდეგ 14 წლის განმავლობაში ქართველთა მონასტერს ექვთიმე ათონელი ხელმძღვანელობდა. იგი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იოანეს ავადმყოფობის გამო უძღვებოდა ქართული სავანის მთელ საქმიანობას. მისი წყალობით იქცა ათონის სავანე არა მხოლოდ დასავლეთში მყოფ ქართველთა ძირითად საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად არამედ ქართული კულტურის მძლავრ კერად. ექვთიმე ათონელის საქმიანობამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მადლიერი თანამემამულენი კმაყოფილებით აღნიშნავდნენ „განანათლა და შეამკო ნათესავი და ენაი ჩვენი“ - გიორგი ათონელი. „განავრცელა და განანათლა ქართველთა ენაი“ _ სვიმონ დვალი.

ათონის მთის დღევანდელი მდგომარეობა.
ათონის ივერთა მონასტრის ქართველები თანდათან შეავიწროვეს და უკანასკნელ ხანებში მონასტერი მთლიანად ხელთ იგდეს ბერძნებმა. ამჟამად აქ ქართველთაგან აღარავინ არის. თანდათან გაპარტახდა მონასტრის წიგნთსაცავიც. ათონის ივერთა მონასტერში მხოლოდ 86 ხელნაწერიღა დარჩა. მათი უმრავლესობა X საუკუნისაა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია.50-იან წლებში ათონის მთა მწვავე და საშიშ კრიზისს განიცდის განუსაზღვრელი შედეგით. ამის მიზეზი ბევრია, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანიც. წმ. მთა თავისი განცალკევების მიუხედავად, მაინც სამყაროს ნაწილია. ის, რაც ხდება მის გარეთ, აირეკლება ათონის ცხოვრებაში. მისი კრიტიკული მდგომარეობის ყველაზე მკვეთრი გამოხატულება, რა თქმა უნდა, ბერმონაზვნური დასახლებების სწრაფი კლებაა. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში, პირველ მსოფლიო ომამდე ათონზე თითქმის 10000 ბერი იყო. ახლა მათი რიცხვი 2000-ზე ნაკლებია.

ღვთის მშობლის ხატის ისტორია
კიევის ლავრის მიძინების ტაძარში იმყოფება იგორევის ღვთისმშობლის ხატი. ის იოანე ღვთისმეტყველის ეკვდერში, სამხრეთით, სამეუფო კარის ახლოსაა მოთავსებული. ამ ხატის წინაშე სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ლოცულობდა კიევის დიდი მთავარი იგორი, რომელსაც ამ დროისთვის წმიდა თეოდორეს სავანეში უკვე სქემა ჰქონდა შემოსილი. აქვე იყო მაშინ ეს ხატიც. დიდი მთავარი იგორი, სვიატოსლავის შვილიშვილი, ამბოხებულმა კიეველებმა 1147 წლის 19 სექტემბერს მოკლეს და სვიატოსლავ იაროსლავის ძის მიერ დაარსებულ წმიდა სვიმეონის ტაძრაშია დაკრძალული.

იგორევის ხატი ძველი ბერძნული სტილითაა შესრულებული. ვერცხლის მოოქროვილი პერანგითაა შემოსილი, ბოლოში ამოკვეთილია წარწერა, რომლის მიხედვითაც იგი იგორს ეკუთვნოდა. ასევე მოხსენიებულია მისი ტრაგიკული აღსასრულის ამბავი.