წერილი მეზღაპრეს by natia natia

ნიკოლოზ ჩაფიძე
ბატონო გურამ! ჩვენ ახლახანს გავეცანით თქვენს ზღაპრებს.ისინი ძალიან საინტერესო იყო,და ძალიან მომეწონა.სკოლაში ვისწავლეთ ,,პატარა დინოზავრი" და ,, თეთრსულელა".მაგრამ იმდენად მოგვეწონა,გადავწყვიტეთ,რამდენიმე ისედაც მოგვეძიებინა.მაგალითად, ,,წვიმის მოყვარული კაცის ამბავი".როგორი კარგი წასაკითხი იყო ეს ზღაპარი,კაცზე,რომელსაც ძალიან უყვარდა წვიმაში გარეთ დგომა,შემდეგ როგორ იპოვა ყვავილის თესლი,როგორ ,,გადაუყვარდა" წვიმა,როგორ ინანა,და როგორ დაეძებს ხალხი იმ თესლს ახლაც.სხვათა შორის,ეს რომ წავიკითხე,გამახსენდა ,,თეთრსულელას" ბოლო.იქაც ხომ რაღაცას ან ვიღაცას დაეძებენ დაუსრულებლად.აი, თავად ზღაპარი ,,თეთრსულელა"მე ძალიან მომეწონა,და თან ძალიან იმოქმედა ჩემზე.ის,თუ როგორ დაეძებდნენ,როგორ არ კარგავდნენ მერცხლები თეთრსულელას პოვნის იმედს...ეს ზღაპარი ნათლად ასახავს იმ ფაქტს,რომ იმედი არ უნდა დავკარგოთ.მიუხედავად იმისა,რომ არ არის მოთხრობილი,იპოვეს თუ არა ის,მე მაინც ვფიქრობ,რომ იმედით ვცხოვრობთ.რაც შეეხება ,,პატარა დინოზავრს",მისმა შემართებამ,ინტერესმა,გაეგო თუ მაინც რა იყო  ის პატარა ბურთი,მაღლა რომ ანათებდა,მასწავლა,რომ მთავარია გვქონდეს რაიმის პოვნის,ან გაგების სურვილი,და შეუძლებელი არაფერია.თანაც,ეს ყველაფერი ისედაც ძალიან სასიამოვნოა როგორც წასაკითხად,ისე მოსასმენად.ამასთან ერთად მე ძალიან მომეწონა ის,რომ თქვენ,ასე ვთქვათ,არ ამთავრებთ ზღაპრებს,არამედ აძლევთ ბავშვებს საშუალებას,თავადვე გამოუძებნონ მას ისეთი დასასრული,როგორიც მათ სურთ!ეს მათ განვითარებას ძალიან წაადგება.მე ძალიან დავინტერესდი,და მოვიხიბლე თქვენი ზღაპრებით,მიუხედავად იმისა,რომ თითქოს და გამოსული ვარ ზღაპრების ასაკიდან,მე მაინც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ზღაპრებს.

ლუკა ჯოხაძე
გამარჯობა,ბატონო გურამ!
როგორ ბრძანდებით? მე ძალიან მომწონს თქვენი ზღაპრები და დარწმუნებული ვარ, რომ მარტო მე არ ვარ ასეთი.
ჩვენ შევისწავლეთ თქვენს მიერ დაწერილი ორი ზღაპარი "პატარა დინოზავრი" და "თეთრსულელა" ასევე  მოვიძიეთ ერთი ზღაპარი. მე მოვიძიე "წვიმის მოყვარული კაცი."
"პატარა დინოზავრი" არის ძალიან საინტერესო ზღაპარი. ის გვასწავლის, რომ არ უნდა დავნებდეთ და ბოლომდე შევეცადოთ გავარკვიოთ, რისი გარკვევაც გვსურს.
"თეთრსულელა " ეს ზღაპარი არის საინტერესოდ დაწერილი. სიმართლე  რომ გითხრათ, ყველაზე მეტად ეს მომეწონა, ამიტომ ეს ზღაპარი ასე გავაგრძელე:
გაირბინა რამდენიმე ხანმა. შემოდგომის მშვენიერი დილაა.მერცხლები ემზადებოდნენ თბილ ქვეყნებში გასაფრენად.
გაფრენის წინ ტრადიცია არ დაარღვიეს და იმ ადგილას მიფრინდნენ, სადაც თეთრსულელა გაუჩინარდა.ნაღვლიანად მოავლეს თვალი იქაურობას და უცებ,თავიანთი კუდებიდან მოგლეჯილი ბოლოები დაინახეს,რომლებიც ქარმა აიტაცა და გააქანა,მერცხლებიც უკან მიყვნენ.ბოლოები ტყისკენ გაფრინდნენ,მერცხლებიც მიჰყვნენ და ამასობაში შემოაღამდათ კიდეც.მერცხლები დაიღალნენ და შეშინდნენ,მაგრამ თეთრსულელას სიყვარული მათ ძალას აძლევდა და ტყის ბოლოს მდებარე გამოქვაბული დაინახეს.
გამოქვაბული,საკმაოდ ღრმა იყო, შეფრინდნენ ჩიტები და დაინახეს თეთრსულელა,რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო და სისხლებიც დიოდა.ყველაფერი იღონეს ჩიტებმა, რომ თეთრსულელა გონზე მოსულიყო.
სიბნელის მიუხედავად ორი მერცხალი გაფრინდა,რომ ჯადოსნური წყაროდან უკვდავების წყალი მოეტანათ.ეს წყალი აპკურეს ბიჭს,ჭრილობებზეც მოუსვეს და თეთრსულელამ თვალი  გაახილა,გახარებული თითოეულ მათგანს  ეფერებოდა,როგორ გადარჩიო ეკითხებოდნენ მერცხლები თეთრსულელას.
როცა ცისარტყელას ცეცხლი წაეკიდა,მივხვდი,რომ უნდა გადავმხტარიყავი,ჩახტომისას გონი დავკარგე,მერე ვიღაც ბერიკაცმა მიპოვა და აქ მომიყვანა ცხენით,თვითონ კი გაუჩინარდა-უთხრა თეთრსულელამ ჩიტებს.
წამოიყვანეს მერცხლებმა თეთრსულელა,მთელ ქალაქს გაუხარდა მისი დაბრუნება, ჭვარტლიწმენდიები ციხეში ჩასვეს დანაშაულისთვის.ყველა თეთრსულელას თხოვდა ჭვარტლის გაწმენდას,ასე ბედნიერად იცხოვრა თეთრსულელამ დარჩენილი წლები თეთრსულელამ თავის საყვარელ მერცხლებთან ერთად.
არ ვიცი მოგეწონათ თუ არა ჩემი გაგრძელება,მაგრამ მინდა ეს ზღაპარი თქვენ გააგრძელოთ,რადგან ძალიან მაინტერესებს.
"წვიმის მოყვარული კაცი" - ეს ზღაპარი არის კარგი,მაგრამ სევდიანი.მასში დეტალურად არის გადმოცემული წვიმის მოყვარულ კაცზე,როგორ შეაყვარა მან ხალხს წვიმა,როგორ ჩამოვარდა ცისფერი მარცვალი,როგორ არ გავიდა კაცი წვიმაში და როგორ გაფრინდნენ ცაში ყვავილქოლგები.
ნახვამდის.

საბა შეყილაძე
გამარჯობა ბატონო გურამ, როგორ ბრძანდებით.მე ვარ საბა შეყილაძე, ვსწავლობ კომაროვის 7/4 კლასში.  წავიკითხე თქვენი ორი ზღაპარი - ``თეთრსულელა`` და ``პატარა დინოზავრი." ძალიან მომეწონა..შეიძლება ითქვას, ორივე  ჩემი საუკეთესო ზღაპარია. ,,პატარა დინოზავრს" გაგრძელებაც მოვუფიქრე:
ჟირაფი ძალიან მოწყენილი იყო.ერთ დღეს, როცა სეირნობდა, შემოხვდა ერთი პატარა დინოზავრი,დინოზავრმა ჰკითხა თუ საიდან ჰქონდა ეგეთი კოპლები.ჟირაფმა ყველაფერი უამბო. მან მიბაძა ჟირაფს და ისიც ჟირაფი გახდა.მათ ამის მერე ყველა პატარა დინოზავრს მოუყვეს თავიანთი ამბები და ყველა ჟირაფი გახდა.მზეს ეს ამბავი გაუხარდა. დინოზავრები დაიხოცნენ და დარჩნენ მარტო ჟირაფები.
იმედია მოგეწონათ  ზღაპრის ჩემეული დასარული.
ახლა ``თეთრსულელაზე``გესაუბრებით.``თეთრსულელაში`` მე ძალიან მომეწონა თეთრსულელა, ის მხიარული გმირია,სახალისო იყო თუ როგორ ცეკვავდა ცისარტყელაზე,მაგრამ ძალიან მეწყინა როცა გავიგე, ცისარტყელა დაიწვა და თეთრსულელა გაუჩინარდა. ამ ზღაპრისთვის გაგრძელება ჯერ არ მომიფიქრებია,მაგრამ რომ მომეფიქრებინა აუცილებლად  დავაბრუნებდი მას.
მე ეს ორი ზღაპარი ისე მომეწონა, გადავწყვიტე მომეძებნა თქვენ მიერ დაწერილი სხვა ზღაპრებიც და ძალიან მომეწონა ``გოგონა და ოქროს თევზი``.
ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ. იმედია მოვა ეს ჩემი წერილი თქვენთან.ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე.

ლუკა კურდღელაიძე
გურამ პეტრიაშვილს

გამარჯობა ბატონო გურამ, როგორ გიკითხოთ?

მე ვარ ლუკა კურდღელაიძე, 12 წლის, კომაროვის სკოლის 7/4 კლასიდან. ჩვენ გავიარეთ თქვენი ორი ზღაპარი, მაგრამ  ძალიან დავინტერესდი და კიდევ რამდენიმე ზღაპარი წავიკითხე.

გადავწყვიტე "პატარა დინოზავრი" გამეგრძელებინა :

ჟირაფები მთელ მსოფლიოში გამრავლდნენ. ის ჟირაფი,  რომელიც ადრე დინოზავრი იყო დაბერდა. მას ყველა უხუცესს ეძახდა. ის ყველას თავისი თავგადასავლის შესახებ უყვებოდა, თუ როგორ გახდა იგი ჟირაფი და როგორები იყვნენ დინოზავრები. მალევე გამოჩნდნენ ადამიანები. მართალია ჟირაფებს ადამიანების ეშინოდათ, მაგრამ ერთ-ერთი ჟირაფი ადამიანს მიუახლოვდა. ეს ადამიანი ჟირაფების მკვლევარი იყო.
მან ჟირაფს უთხრა, რომ არაფერს დაუშავებდა და დაუმეგობრდა. ჟირაფმა ადამიანი უხუცესთან წაიყვანა.ადამიანმა უხუცესს მოახსენა, რომ ჟირაფებზე ყველაფერი აინტერესებდა. უხუცესმაც უამბო თუ საიდან გაჩნდნენ ჟირაფები. ასევე მან დინოზავრებზეც ილაპარაკა და ადამიანს ყველაფერი მოახსენა. ბოლოს ადამიანი სახლში გაუშვეს. მან კი მთელს მსოფლიოს უამბო თავისი თავგადასავლის შესახებ. ასე გაიგეს ადამიანებმა დინოზავრების შესახებ.

ამას მე გაგრძელებას კი არა პატარა დინოზავრის მეორე ნაწილს უფრო დავარქმევდი.
თქვენი ზღაპრებიდან ყველაზე მეტად მაინც "გოგონა და ოქროს თევზი" მომეწონა.
როდესაც გავიგე მიზეზი, რატომაც დაიწყეთ ზღაპრების წერა, ჩემი ადრეული ბავშვობა  გამახსენდა, როცა მამაჩემი  იგონებდა ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის ათასგვარ ზღაპარს და ძილის წინ გვიყვებოდა.

პატივისცემით ლუკა კურდღელაიძე.

იაკობიშვილი ტელმანი
ბატონო გურამ, მე  წავიკითხე თქვენი სამი ზღაპარი: „პატარა დინოზავრი,“ ,„წვიმის მოყვარული კაცი“ და „თეთრსულელა“. აღფრთოვანებული დავრჩი თქვენი ზღაპრებით.
„თეთრსულელა“ რომ წავიკითხე თითქოს დანაღვლიანებული დავრჩი ,რადგან არ მომეწონა თეთრსულელა რომ გაქრა და თეთრი ჩიტებიც შავად შეიმოსნენ,თუმცა შეიძლება ის ასეც გავაგრძელოთ, თეთრსულელა მართლაც ღრუბლებს გაჰყვა და გადარჩა, თუმცა მას არ შეეძლო ღრუბლების დატოვება დღისით, ის ღამით ჩამოდიოდა და ბუხრებს ასუფთავებდა ჭვარტლისგან. ის ისეთი წესიერი იყო ხალხს და მერცხლებს ძილს არ უფრთხობდა და ჩუმად აკეთებდა თავის საქმეს, მეორე ვარიანტიც არსებობს, რომ უფროს მერცხლებს ახსოვდათ და პატარებმა გადაივიწყეს, თუმცა უფროსებმა მოძებნეს მამაცი მერცხალი და თეთრსულელას მოსაძებნად გააგზავნეს. დიდხანს იფრინა და ბოლოს ღრუბლების სამეფოს მიაღწია, იქ თეთრსულელა დახვდა და მერცხალმაც ის უკან დააბრუნა, მათ ძეგლი დაუდგეს რომ თეთრსულელა მათთან ყოფილიყო.
მინდა დაგისვათ კითხვა: რომელია თქვენი პირველი ზღაპარი?
პატივისცემით ტელმან  იაკობიშვილი.

თორნიკე ცაძიკიძე
გამარჯობა, ბატონო გურამ! მე ვარ თორნიკე ცაძიკიძე, ვსწავლობ  თბილისის 199-ე საჯარო სკოლის 7_4 კლასში, რამდენიმე გაკვეთილია თქვენს ზღაპრებს ვსწავლობთ, მანამდეც მქონდა ინფორმაცია თქვენი ზღაპრების შესახებ, კლასში შევისწავლეთ ზღაპრები: ,,თეთრსულელა” ,,პატარა დინოზავრი” ,,მსახიობი” და ,,მევიოლინე და პატარა ჩიტი”. მე ყველა ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით კი ,,მევიოლინე და პატარა ჩიტი” მაინტერესებს რატომ გაგიჩნდათ ამ ზღაპრების დაწერის სურვილი. მე მაქვს ბევრი ზღაპარი წაკითხული.

ძალიან ბევრი უბრალოდ მოგონილი ამბავია, რომელიც ბავშვებისთვისაა შექმნილი. ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია. თქვენი ზღაპრები კი შექმნილია ყველასთვის, ბავშვი, რომელიც ზღაპარს კითხულობს წესით ეს წაკითხული რაღაცაში უნდა ეხმარებოდეს, მაგრამ უმეტესობა ზღაპრებში ეს ასე არაა, უბრალოდ სასაცილოა, და გმირის ცუდი ქცევებია გამოხატული. ასეთი ზღაპრების შემთხვევაში ბავშვი იმავე ქცევას გამოავლენს, თქვენი ზღაპრები კი არ არის უბრალოდ მოგონილი ამბავი, ის იგავის მსგავსია და თანაც საინტერესო. მინდა დაგისვათ კითხვა რომლისთვის პასუხის გაცემა რთულია ან შეუძლებელიც კი. თქვენ მიერ დაწერილი ზღაპრებიდან რომელია თქვენი ფავორიტი და რატომ?
ასევე ბავშვობაში ვინ იყო თქვენი საყვარელი მეზღაპრე და რატომ?
რა ასაკიდან დაიწყეთ  ზღაპრების დაწერა?
რომელია თქვენი პირველი ზღაპარი?
პატივისცემით თორნიკე       ცაძიკიძე

წერილი მეზღაპრეს
მოგესალმებით, ბატონო გურამ,  როგორ გიკითხოთ? მე ვარ ტატო სადღობელაშვილი, ვსწავლობ კომაროვის სკოლაში,  მეშვიდე კლასში. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ  ჩემნაირი ბავშვებისთვის ბევრი იფიქრეთ,  ულამაზესი ზღაპრები  დაწერეთ და გვაჩუქეთ. თქვენი ზღაპრები არის: აზრიანი, ლამაზი, თავგადასავლებით სავსე და მხიარული. ასევე არის ჭკუის სასწავლებელიც. ძალიან მიხარია, რომ ამქვეყანაზე არსებობენ თქვენნაირი კეთილი მეზღაპრეები. სიყვარულით, ტატო!

საბა ყუფარაძე