რა საკითხებზე ისურვებდით შემდეგ შეხვედრებს და ვისთან? როგორ წარმოგიდგენიათ პლატფორმის სამომავლო მუშაობა ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე? რას შეცვლიდით, რას დაამატებდით და რას დატოვებდით პლატფორმის ფორმატთან დაკავშირებით? by Nestan Ananidze

1. მეტი გასვლითი შეხვედრები.
დაახლოებით ერთი წელია, რაც ვარ პლატფორმის წევრი და ყველაზე საინტერესო იყო გასვლითი შეხვედრები. კარგი იქნება თუ მეტი გასვლითი შეხვედრის დაორგანიზება მოხდება. თემაზე დაყრდნობით შესაძლებელია სპიკერის მოწვევაც. ბევრჯერ იყო, როდესაც გამომსვლელი კარგი გამოცდილი ექსპეტია თუმცა არ იცის რა რეალობაში გვიწევს მუშაობა ჩვენ. ამის აღმოფხვრისთვის კარგი იქნება გასვლითი ფორმატის დაბრუნება და სპიკერების მოწვევაც ადგილზე.

მაგალითად შეგვიძლია დავიწყოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურით. დაახლოებით 9 თვეა მიმდინარეობს ადვოკატირება სოფლების დაცვის მიზნით. ბოლნისის მუნიციპალიტეტში წლებია მიმდინარეობს წიაღისეულის მოპოვება თუმცა მიმდინარეობს გაფართოება როგორც მოპოვების მხრივ ასევე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნი. კონკრეტულად იგულისხმება მუშევანის და სოფელ გეტას ქეისები. ამ ეტაპისთვის მუშევანში სხვა მიმართულებით გრძელდება პროცესი გეტაში კი, ახალი დაწყებულია. შესაძლებელია ლაშქრობის ფორმატშიც გაკეთება სადაც მონაწილეები მოინახულებენ იმ ადგილებს სადაც დაგეგმილია კუდსაცავის მშენებლობა, ასევე მაღლა მთებიდან ჩანს კარიერების რაოდენობა. ერთგვარი პანორამული ხედი იხსნება თუ საიდკენ მიისწრაფვის ეს პროცესი და რა გამოწვევების წინაშე დგანან სოფლები.

შემდგომ შესაძლებელია სხვა რეგიონში სხვა ფორმატის ან იგივე ეკოლიფიური მიმართულებით ჩასვლა და გაცნობა.

მოკლედ, რომ ვთქვათ დრაივი არის დასამატებელი! :)

2. ბლოგფოსტის კომპონენტი.
2022 წლის დასაწყისში იყო, როგორც მახსოვს სხვადასხვა თემებზე ბლოგების წერა. კარგი შესაძლებლობა იყო პლატფორმის წევრებისთვის ფართო საზოგადოებისთვის სხვა რეალობის დანახვა და უხილავი საკითხების აქტუალიზება.

ეს კომპონენტი მუდმივ მექანიზმად, რომ ჩაიდოს პლატფორმის სივრცეში კარგი იქნება. ბევრი ახალგაზრდა ვისაც არ ვიცნობთ, თუმცა ამ მეთოდებით შესაძლებელია იდეიების მიმოცვლა და გავრცელება.

3. სწრაფი რეაგირების საგრანტო შესაძლებლობა.
არსებული პოლიტიკურ ვითარებაში და ზოგადად ძალიან რთულია ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისთვის ადვოკატირების პროცესის დაორგანიზება. ძალზედ მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯების დროს მდგრადობის შენარჩუნება, რისთვისაც საჭირო გარკვეული ფინანსური რესურსები სანამ რომელიმე დონორი მიიღებს საგრანტო განაცხადს, იმსჯელებს, იმსჯელებს, იფიქრებს ათ ჯერ და მერე ორ თვეში ან მხარს დაუჭერს იდეას ან არა.

ხშირად დონორები აცხადებენ საგრანტო კონკურსებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და არა ადგილობრივ საჭიროებებზე თუ წუხილებზე.

ასეთი მდგომარეობების შემცირებით შესაძლებელია პატარა გრანტის მექანიზმის შექმნა პლატფორმის ფარგლებში. წლის განმავლობაში 6 გრანტი, თითოეულზე მაქსიმალური 2-3$. იდეის შეტანის მაქსიმალურად გამართივებული და ნაკლებად ბიუროკრატიული წესები. მაგალითად 5 დღეში უკუკავშირის და ა.შ.

4. შესაძლო საინტერესო თემები:
1. ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ექსპერტებთან შეხვედრა. აქციების დროს რისკების მართვა, რთულ რეგიონებში მუშაობის დროს საჭირო პრევენციული მიდგომები/მექანიზმები. რჩევების მიღება და ცოდნის გაღრმავება ამ მიმართულებით.
2. გარემო დაცვის საკითხზე მომუშავე ექსპერტებთან შეხვედრა. ევროკავშირის კანონმდებლობა და სივრცეში ყოფნა რას გვაძლევს ამ მიმართულებით. მაგალითად, რა ელოდება ჭიათურას, რაჭას, ბოლნისს როდესაც საქართველო გახდება კანდიდათის სტატუსი, ან წევრის სტატუსი.
3. არჩევნები 2024. პოლიტოლოგები, ანალიტიკოსები და ა.შ. ვისთანაც შეგვვიძლია ვისაუბროთ 2024 წლის არჩევნების შესახებ. რა პერსპექტივები აქვს ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და ა.შ.

5. ლაზარე გრიგორიადისი
ლაზარეს საკითხზეც, ერთი საჯარო განცხადება ან მიმართვა რომ გავავრცელოთ კარგი იქნება, როგორც სოლიდარობის პლატფორმის წევრები, სოლიდარობა გამოვუცხადოთ. თან უმცირესობების თემს წარმოადგენს ანუ რაღაცა უნდა გავაკეთოთ.

მედიებთან შეხვედრა ვფიქრობ საინტერესო იქნებოდა, რომ გვემსჯელა, თუ როგორ ხდება ეროვნული უმცირესობების გაშუქება და რამდენად უმცირესობების პრობლემები მიღმა რჩება🙃