ვიტამინები by Elene Kochadze

რა არის ვიტამინი?
ორგანული ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი არ ასინთეზებს (ან მცირე რაოდენობით ასინთეზებს) და მისი მიღება აუცილებელია დიეტით. შესაბამისად კონკრეტული ნივთიერება ზოგიერთი ორგანიზმისთვის შეიძლება იყოს ვიტამინი. ხოლო სხვისთვის არა. მაგალითად, ვიტამინ C, ასკორბინმჟავა: ის ადამიანებისთვის ვიტამინია, ხოლო სხვა დანარჩენი ორგანიზმების უმრავლესობისთვის არა, რადგან მათ ორგანიზმში ხდება მისი სინთეზი.
ვიტამინები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: წყალში და ცხიმში ხსნადად. წყალში ხსნად ვიტამინებს ეკუთვნის B ჯგუფის ყველა ვიტამინი და ვიტამინი C, ხოლო ცხიმში ხსნად ვიტამინებს — A, D, E და K ვიტამინები.

B ვიტამინი
B ჯგუფის ვიტამინები გვხვდება ძალიან ბევრ პროდუქტში, ბოსტნეულში, მარცვლეულში, ხორცპროდუქტებში, რძის პროდუქტებში და ა.შ. ვიტამინი B12 კი გვხვდება მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებში, B ჯგუფის ზოგიერთ ვიტამინს შეიცავს მარცვლეული კულტურები - მაგრამ არა B12-ს. ვიტამინი B12 პასუხისმგებელია სისხლში წითელი უჯრედების წარმოქმნაში, ის მთავარ როლს ასრულებს ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. B12-ის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ანემიას და ნერვული სისტემის დაზიანებას, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ იღებენ ცხოველურ პროდუქტებს, მკაცრად რეკომენდებულია B12-ის აბების სახით ან B12-ით ხელოვნურად გამდიდრებული პროდუქტების მიღება. B12-ით განსაკუთრებით მდიდარია ხორცპროდუქტები (ძროხის ხორცი, ღვიძლი, თევზი და ა.შ.), ის ასევე მოიპოვება კვერცხში და რძის პროდუქტებში. B ჯგუფის ვიტამინების უმრავლესობას შეიცავს აგრეთვე მარცვლეული კულტურები, ნიგოზი და კარტოფილი. აგრეთვე B6-ს წარმოქმნიან ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები.
ძირითადად საჭიროა ზრდისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ისინი აგრეთვე მონაწილეობენ საკვების დაშლაში, ენერგიის მისაღებად. აგრეთვე B12 და ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის უჯრედთა წარმოქმნისათვის. B5 და B6 აუცილებელია სისხლის უჯრედთა წარმოქმნისათვის.

C ვიტამინი
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) საჭიროა ზრდისა და ქსოვილთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით კანის, სისხლძარღვების, ძვლებისა და კბილებისათვის. აუცილებელ კოფერმენტს წარმოადგენს მრავალ მეტაბოლურ რეაქციაში, განსაკუთრებით ცილების დაშლასა და ახალი ცილების წარმოქმნაში. აგრეთვე ამაღლებს რეზისტენტობას ინფექციის წინააღმდეგ და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
C ვიტამინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენტია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური შემოდგომასა და ზამთარში – ვირუსული სეზონის მოახლოებისას ხდება. თუმცა, საინტერესოა, რომ C ვიტამინის როლი ვირუსების დამარცხებაში მეცნიერულად დადასტურებული არ არის.
გიცავთ ქრონიკული დაავადებებისაგან – C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და უჯრედებსა და ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. სწორედ თავისუფალი რადიკალებისგან ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი უწყობს ხელს ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა: სიმსივნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ნეიროდეგენერაციული დაავადებები, მხედველობის პრობლემები და მრავალი სხვა.

D; E; K ვიტამინები
ვიტამინი D (კალციფეროლი) წყარო: ღვიძლი, თევზის ღვიძლის ცხიმი, რძის პროდუქტები, კვერცხის გული, მარგარინი, სპეციალური ნივთიერება (პროვიტამინი D3) კანის უჯრედებში გარდაიქმნება D ვიტამინად მზის სინათლის ზემოქმედებით.
აუცილებელია კალციუმის და ფოსფორის შეწოვისთვის და მათი გადასვლისთვის ძვლებსა და კბილებში. შესაძლოა მოქმედებდეს პარათჰორმონთან ერთად.

E ვიტამინი (ტოკოფეროლი) წყარო: ხორცი, კვერცხის ყვითრი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ნიგოზი, რძის პროდუქტები, ხორბლის ჩანასახი, თესლისა და ბოსტნეულის ზეთი. აგრეთვე E ვიტამინი იცავს ზოგიერთ მემბრანებს, რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლიათ.

K ვიტამინი (ფილოქვინონი ანუ მელაქვინონი) წყარო: ღვიძლი, ხილი, ნიგოზი, პომიდორი, მწვანე ბოსტნეული, განსაკუთრებით კომოსტო. აგრეთვე მას ამზადებენ ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები. K ვიტამინი აუცილებელია ღვიძლში პროტრომბინის სინთეზისათვის (საჭიროა სისხლის შედედებისთვის).

A ვიტამინი
ვიტამინი A დიდი ხანია ექიმებისთვის ცნობილია, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტები ეხმარებიან ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და ამით ონკოდაავადებებისგან გვიცავენ. ამის მიუხედავად ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ A ვიტამინის შემცველი დანამატების მიღება სრულიად საპირისპირო ეფექტს იძლევა.
ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინი გარდაიქმნება ორგანოების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ბეტა-კაროტინად. ბუნებრივი სახით ის გვხვდება ფოთლოვან ბოსტნეულში და სტაფილოში. ამის გარდა ეს ვიტამინი შედის პრაქტიკულად ყველა ვიტამინურ კომპლექსში. პრეპარატებიდან წარმოებული ბეტა-კაროტინი, როგორც აქამდე ითვლებოდა ძალიან სასარგებლოა მწეველებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ მწეველი იღებს საკვებიდან ბევრ ბეტა-კაროტინს მისი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა კიბოს უჯრედების მიმართ მატულობს.
A ვიტამინიზე მოთხოვნილება შესაძლოა დაკმაყოფილებული იყოს იმ მცენარეული საკვებითაც, რომლებიც პიგმენტ კაროტინს შეიცავს. ადამიანის ორგანიმში კაროიტინი A ვიტამინად გარდაიქმნება
A ვიტამინის დეფიციტი არღვევს მხედველობის რეცეფტორებს – ჩხირების მუშაობას, რადგან ვიტამინი შედის მის შემადგენლობაში. ვითარდება ე.წ „ქათმის სიბრმავე“, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს ცუდი განათების პირობებში. ამ ვიტამინის ხანგრძლივი უკმარისობა იწვევს სიბრმავეს. განვითარებად ქვეყნებში 10 წლამდე ბავშვებში 3 მილიონი ბავშვი ბრმაა ამ მიზეზით. A ვიტამინით გამოწვეული ავიტამინოზი ბავშვებში ზრდის შეფერხებას იწვევს.
წარმოიქმნება ჟანგვითი პროცესის შედეგად.
А ვიტამინის საუკეთესო წყარო ჯერ თევზის ქონი და ღვიძლია, ხოლო შემდეგ - კარაქი, კვერცხის გული, ნაღები და მოუხდელი რძე. მარცვლეული პროდუქტები და ადუღებული რძე (ვიტამინიზირებულიც) А ვიტამინს აღარ შეიცავს.