რეალიზმი ქართულ ლიტერატურაში by Mari Mchedlidze

გაკვეთილის თემა- კრიტიკული რეალიზმი

რეალიზმი
რეალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, XIX  საუკუნის  30-იან  წლებში ყალიბდება, მთელი ამ საუკუნის განმავლობაში ვითარდება და მომდევნო საუკუნეშიც გადადის. რეალისტებმა მიზნად დაისახეს თავიანთ ნაწარმოებებში გარე სამყარო აღწერა, გამოკვლევა, რათა ამით ხელი შეეწყოთ ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.

რეალისტურ ნაწარმოებებს ახასიათებს არა მარტო სინამდვილის ასახვა, არამედ მისი გაანალიზება, მიზეზშედეგობრივი კავშირის ძიება. ამ მიმდინარეობის მწერლებისთვის დიდად დამახასიათებელია ისეთი ნაწარმოებების შექმნა, რომელიც რეალური ცხოვრების ნაწილია, რათა შეგვიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს ამბავი მართლაც მოხდა. ამ რეალობის ამოცნობა კი მკითხველს უდიდეს სიხარულს ანიჭებს.

რეალისტები აღწერდნენ იმ ცხოვრებას, რომელიც დადგა დასავლეთ ევროპაში საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ. სიყვარულის, მეგობრობის, ადამიანური ღირსებისა და სინდისის დეფიციტი – ეს იყო სამყაროს მაშინდელი მახასიათებლები. კაცობრიობას, ძირითადად, ძალაუფლება და ფული განაგებდა.

ქართველი რეალისტი მწერლები
საქართველოში კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა უმთავრესი როლი ადამიანის ზნეობრივ აღზრდას დააკისრეს, ზნეობრივ აღმზრდელად კი  XIX საუკუნის ბევრ გამოჩენილ რეალისტ მწერალს ქართული რელიგია ესახებოდა. ქართველი რეალისტები ჩვენთვის „თერგდალეულების“, ანუ სამოციანელთა სახელით არიან ცნობილი. „თერგდალეულები“ იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, სერგეი მესხი და სხვები.  საერთო მიზანი საქართველოს საზოგადოებრივი ყოფის შეცვლა და განახლება იყო. სამოციანელები საზოგადოებრივი მოძრაობის, შემოქმედების არსს სწორედ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი თხზულებანი გამოხატავდნენ. ქართველ რეალისტებს ქართული ლიტერატურის რეფორმატორებსაც უწოდებდნენ.

ილია და აკაკი
როგორ უნდა წარმოიშვას გარემოზე ამაღლებიული პიროვნება? კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა უმთავრესი როლი ადამიანის ზნეობრივ აღზრდას დააკისრეს. ზნეობრივ აღმზრდელად კი  XIX საუკუნის ბევრ გამოჩენილ რეალისტ მწერალს ქართული რელიგია ესახებოდა. საქართველოში რეალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა   XIX  საუკუნის მეორე ნახევრიდან ყალიბდება. კრიტიკული რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომსდგენლები არიან ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი.

საზოგადოებრივი ჰარმონიის დამყარება
რეალიზმის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი არა მარტო სინამდვილის ასახვა , არამედ მისი განალიზება, მიზეზშედეგობრივი კავშირის ძიებაა.სწორედ ამ ანალიტიკური ბუნების გამო უწოდებენ   XIX საუკუნეს ” კრიტიკულს”.

რეალისტები აღნიშნავდნენ , რომ ადამიანს , რომელიც გარემოს პროდუქტია , თავადაც შეუძლია აქტიური ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე.ადამიანზე დაკვირვება , გარემო პირობების შესწავლა და გამოსავალის ძებნა  XIX  საუკუნის რეალისტური მწერლობის  არსებითი ნიშან -თვისებაა. კრიტიკული რეალიზმი გვიჩვენებს , თუ როგორ იმსგავსებს ადამიანი  გარემო, ბოროტების სათავედ  კი საზოგადოების სოციალურ წყობად მიიჩნევს და გამოსავალს ადამიანის პირად თვისებაში-თავადის კეთილშობილებაში,გლეხის პატიოსნებაში, ინტელიგენტის უანგარებაში-ხედავს . საზოგადოებრივი ჰარმონიის დამყარება, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელთა აზრით, მის თითოეული წევრის ნება-სურვილსა და მისწრაფებაზეა დამოკიდებული. თუმცა სამყაროს მხოლოდ ერთი ან ორი განსაკუთრებული პიროვნება ვერ გარდაქმნის  საჭიროა, საზოგადოების კავშირურთიერთობების მოჯადოებული წრე, სადაც გარემო პიროვნებაზე არის დამოკიდებული, ხოლო პიროვნება გარემოზე უნდა გაარღვიოს პიროვნება, რომელიც ამაღლდება გარემოზე და გარდაქმნის მას.