Bookmarks by

მარტივი ელექტრული სიდიდეები: დენი, ძაბვა, სიმძლავრე
ძაბვა და დენი ელექტრობის ძირითადი კონცეფციებია. ელექტრობის ამ ძირითადი სიდიდეებისთვის შევქმნით ჩვენს პირველ წარმოსახვით მოდელებს. აგრეთვე, ვილაპარაკებთ სიმძლავრეზე, მოვლენაზე, რომელიც ძაბვისა და დენის ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება.

მუხტი
ელექტრობის კონცეფცია ჩნდება ბუნებაზე დაკვირვებიდან. ჩვენ ვაკვირდებით საგნებს შორის ძალას, რომელიც, გრავიტაციასავით, მანძილზე მოქმედია. ამ ძალის წყაროს ვუწოდეთ მუხტი. შესამჩნევია, რომ ელექტრული ძალა დიდია, გრავიტაციულზე გაცილებით ძლიერი. მაგრამ, გრავიტაციულისგან განსხვავებით, არსებობს ელექტრული მუხტის ორი ტიპი. მუხტის საწინააღმდეგო ტიპები იზიდავენ ერთმანეთს, ერთნაირები კი განიზიდავენ. გრავიტაციას მხოლოდ ერთი ტიპი ახასიათებს: ის მხოლოდ მიიზიდავს და არასდროს განიზიდავს.

გამტარები და დიელექტრიკები
გამტარები შედგება ატომებისგან, რომელთა გარე შრის, ანუ სავალენტო, ელექტრონებს აქვთ შედარებით სუსტი ბმა თავის ბირთვთან, როგორც ნაჩვენებია ამ სპილენძის ატომის მოდელის სურათზე. როდესაც რამდენიმე მეტალის ატომი ერთადაა, ისინი სიამოვნებით უზიარებენ ერთმანეთს თავის გარე ელექტრონებს, რითიც ქმნიან ელექტრონების „ჯგუფს", რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ ბირთვთან. ძალიან პატარა ელექტრულ ძალასაც შეუძლია ამ ელექტრონების ჯგუფის ამოძრავება. სპილენძი, ოქრო, ვერცხლი და ალუმინი კარგი გამტარები არიან. ასევე კარგი გამტარია მარილიანი წყალი.

ასევე არსებობს ცუდი გამტარებიც. ვოლფრამი - მეტალი, რომელიც გამოიყენება ელექტრონათურის ვარვარის ძაფისთვის - და ნახშირბადი - ალმასის ფორმით - შედარებით ცუდი გამტარები არიან, რადგან მათი ელექტრონები ნაკლებად მოძრავია.

დიელექტრიკები
დიელექტრიკი ისეთი მასალაა, რომელთა გარე ელექტრონები მჭიდროდ დაბმულია თავის ბირთვზე. სუსტ ელექტრულ ძალას არ შეუძლია ამ ელექტრონების გათავისუფლება. ელექტრული ძალის ზემოქმედებისას ატომის ირგვლივ მყოფი ელექტრონის ღრუბლები იჭიმება და ფორმას იცვლის ამ ძალის საპასუხოდ, მაგრამ ელექტრონები თავის ატომში რჩება. შუშა, პლასტმასა, ქვა და ჰაერი დიელექტრიკებია, თუმცა დიელექტრიკებისთვისაც შესაძლებელია ელექტრული ძალის ისე გაზრდა, რომ მოხდეს ელექტრონების ამოგლეჯვა - ამას გარღვევა ეწოდება. ეს მოვლენა ემართება ჰაერის მოლეკულებს, როდესაც თქვენ ნაპერწკალს ხედავთ.

ნახევარგამტარები
ნახევარგამტარები არიან გამტარებსა და დიელექტრიკებს შორის. ჩვეულებრივ, ისინი დიელექტრიკებივით იქცევიან, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეგვიძლია, ავამოქმედოთ ისინი, როგორც გამტარები. ყველაზე ცნობილი ნახევარგამტარია სილიციუმი (ატომური რიცხვი

1414

14

). სილიციუმის გამტარობისა და დიელექტრიკობის თვისებების მაღალი სიზუსტით კონტროლი გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ თანამედროვე საოცრებები, როგორებიცაა კომპიუტერი და მობილური ტელეფონები. ნახევარგამტარი მოწყობილობების მოქმედების პრინციპის ატომური დონის დეტალებს კვანტური მექანიკა განსაზღვრავს.

დენი
დენი არის მუხტის დინება.

მუხტი მოძრაობს დენში.
რატომ გაიმეორეთ ეს ორჯერ?

დენი არის მუხტების რაოდენობა, რომელიც კვეთს საზღვარს დროის ერთეულოვან ინტერვალში. წარმოიდგინეთ, რომ მავთულში გაატარეთ საზღვარი. მიუახლოვდით საზღვარს და დათვალეთ მასში გამავალი მუხტების რაოდენობა. აღნიშნეთ, რამდენი მუხტი გავიდა ამ საზღვარში ერთი წამის განმავლობაში. ჩვენ მივანიჭებთ დადებით ნიშანს დენს, რომელიც შეესაბამება მიმართულებას, რომლითაც იმოძრავებდა დადებითიმუხტი.