პირველი შეხვედრის რეფლექსია by magda mikaberidze

ანა ლომიძე

ონლაინ შეხვედრა ჩემთვის საკმაოდ საჭირო და დროული იყო, რადგანაც შეხვედრისას ლექტორებმა მკაფიოდ და ნათლად აგვიხსნეს სილაბუსი და ნაბიჯ-ნაბიჯ  განმარტეს პრაქტიკის თითოეულ ეტაპზე თუ რას მოელიან ჩვენგან და რა პასუხისმგებლობებს ვეჭიდებით ჩვენ როგორც პრაქტიკანტები.  პრეზენტაციის დროს ლექტორმა ყურადღება გაამახვილა როგორც ჩვენ ჩართულობაზე პრაქტიკის პროცესში ასევე თვითონ ლექტორების როლზეც, მან თქვა რომ თითოეული დეტალი უნდა გავიაროთ ერყად და თუ დაგვჭირდება დაგვეხმარებიან კიდეც რამაც დიდი იმედით აღმავსო და მოტივაცია მომცა რომ ჩვენი პრაქტიკის პროცესი პროდუქტიულად განვითარდება.

ამრიგად  ონლაინ შეხვედრამ  ნათელი გახადა  პრაქტიკის მიზნები და საჭიროებები ჩვენთვის, ასევე მკაფიოდ დამანახა თუ რა უნარები უნდა გამოვიმუშავო და რა გზით შემიძლია გამოვიყენო ეს პერიოდი საკუთარი განვითარებისთვის .

თამთა ჯოლოხავა

ონლაინ შეხვედრაზე , ხელმძღვანელებმა გაგვაცნეს სილაბუსი და ისაუბრეს თუ როგორ უნდა წარიმართოს ჩვენი პრაქტიკის პროცესი. ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან გამეაზრებინა თუ რისი კეთება მოგვიწევს სემესტრის განმავლობაში. მიღებული ინფორმაცია იყო გასაგები და იმედი მაქვს, რომ პროცესში ჩართვის წამიდან შევძლებ მივყვე მოცემულ ინსტრუქციებს და შევძლო ჩემი მოვალეობების შესრულება, როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალური მუშაობისას. მჯერა, რომ პრაქტიკიდან მივიღებ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც აუცილებლად გამომადგება ახლო მომავალში ჩემი საქმიანობისთვის.

ნინო ბაინდურაშვილი

ონლაინ  შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ინფორმაციული აღმოჩნდა, რადგან  ლექტორებმა დეტალურად გაგვაცნეს პრაქტიკის სილაბუსი, აგვიხსნეს მისი შინაარსი, მიზნები და ისიც, თუ როგორ შედეგებს  უნდა ველოდოთ პროცესის დასრულებისას.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რომ მათ მიერ მოცემული ინფორმაცია არ იყო მხოლოდ ფორმალური – იგრძნობოდა მათი გულწრფელი სურვილი, რომ სწორად და მიზანმიმართულად წარიმართოს  ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

პრაქტიკის დღიური –  რომ აუცილებელია მისი წარმოება, სადაც რეგულარულად უნდა ჩავწეროთ ჩვენი დაკვირვებები, გამოცდილებები და საკუთარი აზრები. ასვევ გავიგეთ თუ რა იყოს გაკვეთილზე დაკვირვების ანკეტა – აგვიხსნეს, როდის და როგორ უნდა შევავსოთ იგი, რათა გაკვეთილის გააზრება და ანალიზი უფრო ღრმა და შედეგიანი იყოს.

საბოლოოს შეხვედრამ დამარწმუნა, რომ პრაქტიკა სტრუქტურირებულად და გასაგებად არის ორგანიზებული. მიღებული ინფორმაცია პრაქტიკის პროცესს ბევრად უფრო გასაგებსა და მოსახერხებელს ხდის. მთლიანობაში, კმაყოფილი და მადლიერი  ვარ  ამ შეხვედრით.

ონლაინ შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო. ლექტორებმა ნათლად აგვიხსნეს სილაბუსი და ეტაპობრივად გვაჩვენეს, რა დავალებები და პასუხისმგებლობები გვექნება როგორც პრაქტიკანტებს.

პრეზენტაციის დროს ხაზგასმული იყო ჩვენი ჩართულობა და ლექტორების მხარდაჭერაც. მათ თქვეს, რომ ყველა ეტაპს ერთად გავივლით და საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარებიან, რამაც გამამხნევა და უფრო მოტივირებული გამხადა.

ამ შეხვედრამ კარგად დამანახა პრაქტიკის მიზნები და ის უნარები, რაც უნდა განვვითარო. ახლა უფრო ნათლად ვიცი, როგორ გამოვიყენო ეს პერიოდი ჩემი პროფესიული და პირადი განვითარებისთვის.

რაც შეეხება ჩემს განწყობასა და მოლოდინებს ვგრძნობ ენთუზიაზმს და ველოდები, რომ პრაქტიკა საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იქნება.♥️

პირველი ონლაინ შეხვედრა ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. ლექტორებმა დეტალურად გვიამბეს პრაქტიკის სილაბუსზე, აგვიხსნეს მისი შინაარსი, მიზნები და ისიც, თუ რა უნდა გავაკეთოთ სემესტრის განმავლობაში. ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რა შედეგებს უნდა ველოდოთ პროცესის დასრულებისას. კარგად ჩანდა, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ჩვენ კომფორტულად და მოტივირებულად ვიგრძნოთ თავი.

ჩემი განწყობა არის დადებითი და მოტივირებული. მოლოდინი მაქვს, რომ ეს სემესტრი ნაყოფიერი და საინტერესო გამოცდილება იქნება, რომელიც ჩვენი მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად გადაიქცევა.❤️

დღეს ონლაინ შეხვედრა გვქონდა კურსის ხელმძღვანელთან, სადაც სილაბუსის დეტალურად გაცნობა და პრაქტიკის პროცესი განვიხილეთ. გავიგეთ, რომ პრაქტიკა სამ ეტაპად წარიმართება: დაკვირვება, ასისტირება და დამოუკიდებელი გაკვეთილის ჩატარება. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმატიული იყო, კმაყოფილი დავრჩი მიღებული ინფორმაციით. მაქვს პოზიტიური მოლოდინები და ვფიქრობ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას❤️

პირველი შეხვედრა, სკოლაშიც და შემდეგ ონლაინ ჩანიშნული, ორივე საკმაოდ მოტივაციის მომცემი იყო. დავეთანხმები სხვებს იმაში, რომ ნამდვილად იგრძნობა ხელმძღვანელების მხრიდან საქმისადმი ბუნებრივი და პასუხიხმგებლიანი მიდგომა, ვიცით რომ წარმატებებისთვის ბევრი წინაღობის გადალახვა მოგვიწევს და ამის დაფარვა არ უცდიათ ნამდვილად, რაც რეალური და ობიექტური მგონია.

დიდი იმედი მაქვს ამ პრაქტიკებიდან ძალიან ბევრს ვისწავლით, თეორიულ და ადმინისტრაციული კუთხით და გარკვეული უნარების გამომუშავების მხრიდანაც. აქამდე არ დაგვიგეგმავს სადამრიგებლო პრგრამა და უკვე ვფიქრობ რომ დიდი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ მართლაც გამოუცდელები ვართ და ამ ყველაფერშიც მალე გავერკვევით.

წარმატებები ჩვენ!

პირველი შეხვედრა, ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრის განმავლობაში გავეცანით სილაბუსს და დეტალურად გავიგეთ, რა აქტივობებისა და დავალებების შესრულება მოგვიწევს პრაქტიკის პერიოდში. გარდა ამისა, ვისაუბრეთ კლასის დამრიგებლის როლსა და მის მნიშვნელობაზე.

ეს შეხვედრა განსაკუთრებით დამაფიქრებელი იყო ჩემთვის, რადგან კიდევ ერთხელ გავიაზრე, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია კლასის დამრიგებელს, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის საინტერესო გამოწვევად იქცა პირველი დავალება, რომელიც ხელმძღვანელმა მოგვცა. ვეცდები, დიდი ყურადღებითა და მონდომებით შევასრულო ის.

ვფიქრობ, წინ საინტერესო და გამოწვევებით სავსე სემესტრი გველის, რომელიც გამოცდილების მიღების და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ჩემთვის. მოუთმენლად ველოდები ამ პროცესს.

მარიამ გოგბერაშვილი

პირველი შეხვედრები, როგორც სკოლის გარემოში, ისე ონლაინ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ხელმძღვანელების გულწრფელი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება პროცესის მიმართ. მათ რეალისტურად აღნიშნეს, რომ წარმატებისთვის მრავალი სირთულის გადალახვა მოგვიწევს, რაც ობიექტურ და სამართლიან მიდგომად მიმაჩნია.

ონლაინ შეხვედრაზე დეტალურად გავეცანით სილაბუსს და პრაქტიკის სამ ეტაპს: დაკვირვება, ასისტირება და დამოუკიდებელი გაკვეთილის ჩატარება. ასევე ხაზგასმით აღინიშნა პრაქტიკის დღიურისა და დაკვირვების ანკეტის მნიშვნელობა, რაც პროცესის გააზრებასა და ანალიზში დაგვეხმარება. საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ პრაქტიკა კარგად ორგანიზებულია და მოლოდინი მაქვს, რომ ეს სემესტრი ნაყოფიერი და საინტერესო გამოცდილება იქნება, რომელიც ჩემს პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. წარმატებები ყველას!❤️

პირველი შეხვედრის უკუკავშირი

პირველი შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოცდილება იყო. როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში ლექტორებთან შეხვედრამ მომცა საშუალება უკეთ გავცნობოდი სილაბუსს, შეფასების კრიტერიუმებსა და იმ მოთხოვნებს, რაც პრაქტიკის ფარგლებში გვექნება. ლექტორებმა დეტალურად და გასაგებად ახსნეს თითოეული ეტაპი, რაც ჩვენთვის ძალიან დამამშვიდებელი და დამხმარე აღმოჩნდა.

ჩემი განწყობა ამ შეხვედრის შემდეგ პოზიტიურია — ვგრძნობ მოტივაციას და სურვილს, რომ მაქსიმალურად ჩავერთო პროცესში. მოლოდინიც შესაბამისად დიდია: მინდა, რომ ეს პრაქტიკა იყოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის დამამტკიცებელი, არამედ რეალური შესაძლებლობა,  შევძლებ პროფესიულ განვითარებას, ახალი გამოცდილების მიღებას.

მგონია, რომ წინ საინტერესო გზა გველის, სადაც იქნება როგორც გამოწვევები, ისე წარმატებები, და მზად ვარ ორივე მხარე ღიმილით და პასუხისმგებლობით მივიღო. ❤️

ნანიკო მურადაშვილი

პირველი შეხვედრა სკოლაში მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის. პრაქტიკის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაგდამ, გვაცნო სკოლის დირექცია და მოსწავლეები, რამაც ხელსაყრელი გარემო შექმნა პროფესიული ადაპტაციისთვის.

სასკოლო სივრცის გაცნობა და მოსწავლეებთან წინასწარი ურთიერთობის დამყარება ღირებული იყო - ეს ხელს შეუწყობს სამომავლოდ დიფერენცირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გაკვეთილების წარმართვას. ვფიქრობ, სასკოლო საზოგადოების გაცნობა აუცილებელი წინაპირობაა ეფექტური სწავლება-სწავლისთვის.

როგორც სკოლაში, ისე ონლაინ შეხვედრაზე დეტალურად გავეცანი პრაქტიკის სილაბუსებს, რამაც სრულფასოვანი წარმოდგენა მომცა პრაქტიკის მიზნებზე, სასწავლო აქტივობებსა და შეფასების კრიტერიუმებზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია სკოლაში გამართული გულწრფელი საუბარი ჩვენი პროფესიული მოლოდინებისა და შესაძლო გამოწვევების შესახებ. ასეთმა რეფლექსიურმა დიალოგმა ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი. ის, რომ ვისაუბრეთ არა მხოლოდ მოლოდინებზე, არამედ პოტენციურ სირთულეებზეც, მიუთითებს მენტორის პროფესიულ მიდგომას და ქმნის უსაფრთხო სასწავლო გარემოს პრაქტიკანტისთვის.

ამ პირველმა შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა ნაყოფიერ პრაქტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ ზრდასა და პედაგოგიური კომპეტენციების განვითარებას.

პირველი შეხვედრა, როგორც სკოლაში, ისე ონლაინ ფორმატში, ჩემთვის  მნიშველოვანი და საინტერესო გამოცდილება იყო.

სკოლაში გავიცანით მოსწავლეები, დირექციის წარმომადგენლები, დავათვალიერეთ სკოლა და საკლასო ოთახი. ვფიქრობ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს, ერთიან კულტურას, რომელსაც იქ მყოფი ადამიანები ქმნიან. ამ შეხვედრის შემდეგ თავი უკვე ამ ერთიანობის ნაწილად ვიგრძენი, რაც მომავლისთვის დამატებითი მოტივაციაა.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ხელმძღვანელის დამოკიდებულება - კლასში გამართული საუბარი, აზრებისა და ემოციების გაზიარება. რამაც ხელი შეუწყო მეგობრული, უსაფრთხო, თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბებას.

ონლაინ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ საგნის სილაბუსი, გავეცანით კურსის იმ ეტაპებს, რომლებიც უნდა გავიაროთ. ეს ინფორმაციულად გამართული შეხვედრა ძალიან დამეხმარა სწავლის პროცესის უკეთ წარმოსახვაში და კიდევ უფრო კარგად გამააზრებინა ჩემი პასუხისმგებლობა.

სწორი კომუნიკაცია და გარემო სწავლის პროცესს ბევრად სასიამოვნოსა და შედეგიანს ხდის, რაც ამ შეხვდრებიდან უკვე იგრძნობოდა. ვფიქრობ, ამ  შეხვედრებმა შექმნა კარგი საფუძველი შემდგომი წარმატებული და პროდუქტიული მუშაობისთვის.

პირველი შეხვედრის რეფლექსია

(ილაჰა ჩერპანოვა)

პირველი შეხვედრა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩვენთან ონლაინ გაცნობისა, თუმცა ისინი ამჯობინებენ პირისპირ კომუნიკაციას.

დიდი მადლობა ქალბატონ გიტას– იგი სრულიად დადებით ენერგიას ასხივებდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში მის მხარდაჭერას ვგრძნობდი. ქალბატონმა გიტამ ასევე გაგვაცნო თავისი კოლეგა, რომელიც პარალელური კლასის დამრიგებელია. მან ხაზი გაუსვა, რომ მასწავლებლებს შორის კონტაქტი და ურთიერთშეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთმანეთის რეკომენდაციები და რჩევები დიდ დახმარებას წარმოადგენს.

ქალბატონმა გიტამ ასევე გაგვაცნო სკოლის დირექტორი. ჩემი აზრით, ამ სკოლის მასწავლებლები და დირექცია ძალიან პოზიტიურები არიან. დირექტორის თბილი სიტყვები და რეკომენდაციები აუცილებლად დამეხმარება პრაქტიკის პროცესში უფრო აქტიურად ჩართვაში. მისი მოტივირებული სიტყვები და მხარდაჭერა ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

სკოლაში პირისპირ ვიზიტის შემდეგ გვქონდა ონლაინ შეხვედრაც, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ მიზნებზე, პრაქტიკის მიმდინარეობაზე.

ვფიქრობ, ბევრ რამეს ვისწავლი როგორც ქალბატონი გიტასგან, ისევ თანაჯგუფელებისგანაც. მჯერა, რომ ეს პრაქტიკა ჩვენთვის წარმატებული და შინაარსიანი იქნება🫶🏻✨

ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო,მასწავლებლებთან შეხვედრა,მათი მხრიდან პრაქტიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული ამომწურავი პასუხები.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ლექტორი თუ პრაქტიკის ხელმძღვანელი მასწავლებელი, არიან დაინტერესებული და მოტივირებული ჩვენი სკოლაში ყოფნა იყოს უფრო პროდუქტიული და მიზანზე ორიენტირებული. გავიგე, რომ დამრიგებელს აქვს გეგმა,რაც აქამდე არ ვიცოდი და მეგონა მხოლოდ საგაკვეთილო გეგმა იწერებოდა. პრაქტიკის დღიურის მნიშვნელობა უფრო დეტალურად აგვიხსნეს.

ვფიქრობ, ეს პრაქტიკა  ჩემთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

მადლობა,ხელმძღვალელებს  ვინც ასეთი დიდი შრომა ჩადო ჩვენთვის პრაქტიკის ორგანიზებაში. ეს იქნება ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპი.

მოგესალმებით,

ჩემთვის და ალბათ ყველა ჩემი თანაკურსელისთვის სიახლეა დამოუკიდებელი პრაქტიკა, ამიტომ ამ ეტაპზე ორი ემოციაა ჩემში: სიხარული და შიში, იმისა თუ როგორ გავართმევ ამ ყველაფერს თავს. მგონია, რომ ეს დროთა განმავლობაში გაივლის და მხოლოდ სიხარული და დიდი გამოცდილება დამრჩება.

რაც შეეხება პირველ შეხვედრას სკოლაში. ვიტყოდი, რომ საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული გამოვიდა შეხვედრა. ქალბატონმა გიტამ ამ შეხვედრის ეფექტურობაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან არ დაიშურა ენერგია, რომ კარგად გაგვეცნო, როგორც სკოლა, ასევე მოსწავლეები, დირექცია და ა.შ. ქალბატონ გიტაზე არ დავიწყებ საუბარს, რადგან დიდხანს გამიგრძელდება, თუმცა ვიტყვი, რომ საუკეთესო მასწავლებელი და ადამიანია და ეს მას ერთი შეხედვითაც ეტყობა.

ონლაინ შეხვედრაზე ვიტყოდი, რომ ინფორმაციული იყო. საკმაოდ ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე და მგონია, რომ პრაქტიკის პროცესის ორგანიზებულად და ხარისხიანად წარმართვაში ძალიან დამეხმარება. მადლიერი ვარ ქალბატონი მაგდასი საინტერესო პრეზენტაციისთვის და თითოეული მასწავლებლის, რათა ზრუნავენ ჩვენზე.

წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სტუდენტს, მასწავლებელს და საკუთარ თავს!

პრაქტიკის პირველი დღე საინტერესო აღმოჩნდა. სკოლაში მასწავლებლის დახმარებით გავეცანი დირექტორს, მის კოლეგებსა და მოსწავლეებს, რაც დამეხმარება შემდგომი პრაქტიკის წარმატებით გავლაში.

ასევე, საღამოს ონლაინ შეხვედრა ინფორმაციული იყო. დეტალურად განიხილეს საგნის სილაბუსი, გავიგე რა მოთხოვნები გველოდება და როგორ განაწილდება მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დამრიგებლის როლსა და პასუხისმგებლობებს, რაც  მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო ჩემთვის.

პირველმა  დღემ დადებითი შთაბეჭდილებბები დამიტოვა. ვგრძნობ მოტივაციას და მზად ვარ პასუხისმგებლობით მივუდგე პრაქტიკის გავლას. როგორც მომავალმა პედაგოგმა, ვაცნობიერებ ამ პრაქტიკის  ღირებულებას, რადგან ის პირველი რეალური გამოცდილება იქნება, რომელიც დამეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში და პროფესიული უნარების განვითარებაში.

დამოუკიდებელი სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში პირველი ვიზიტი სკოლაში უკვე შედგა. პირველივე შეხვედრაზე მოსწავლეებს მოკლედ გავაცანით საკუთარი თავი, რაც თანამშრომლობის საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აღნიშნული პრაქტიკა ჩემთვის პირველი გამოცდილებაა ამ ხუთწლიანი სასწავლო პროცესის განმავლობაში. უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეული შიში და მღელვარება ნამდვილად ვიგრძენი, თუმცა ამავდროულად დიდი სიხარულით და მოტივაციით ვარ სავსე. მჯერა, რომ ყველა გამოწვევის წარმატებით დაძლევა იქნება შესაძლებელი და საბოლოო მიზანსაც აუცილებლად მივაღწევ.

ასევე შედგა პირველი ონლაინ შეხვედრა, რომელიც საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად გავეცანით კურსის სილაბუსს, რამაც ნათლად დაგვანახა, თუ როგორ უნდა წარმართოს სწავლებამ პრაქტიკის პროცესი და რა გზით შევძლებთ მაქსიმალური შედეგის მიღწევას. წინ საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და დატვირთული სასწავლო წელი გველის, რომელიც არა მხოლოდ პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, არამედ პრაქტიკული უნარების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

პირველმა შეხვედრამ ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან მომეწონა ერთ-ერთი მასწავლებლის, ჩვენი ხელმძღვანელი გიტა მასწავლებლის კოლეგის, მიერ საკუთარი გამოცდილების გაზიარება, დიდი ინტერესით ვუსმენდი მის ამბავს. უფრო ახლოს გავიცანი ჩვენი ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან თბილი, გამგები და ხალისიანი ადამიანია და იმედი მომეცა, რომ მისგან ბევრ რამეს ვისწავლი და შევძლებ, რომ ენთუზიაზმით შევუდგე საქმეს-მასწავლებლის როლის შევათსებას.

პირველი დღე ძალიან სასიამოვნო იყო და მსურს, რომ პრაქტიკის სხვა დღეებმაც ასეთი ემოციები დამიტოვოს.

პირველი შეხვედრა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, პროდუქტიული და ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის.

კურსის ხელმძღვანელმა,გაგვაცნო დირექციის წარმომადგენელი, მასთან საუბრის შემდეგ დამეუფლა მხარდაჭერის გრძნობა, ასევე მოსწავლეები, რომლებმაც ძალიან თბილად მიიღო თითოეული ჩვენგანი, მოსწავლეები თბილები, მზრუნველები, აქტიურები და ცნობისმოყვარეები ჩანდნენ, რაც ძალიან მომეწონა. ასევე მინდა აღვნიშნო, მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობაც, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

რაც შეეხება, ონლაინ შეხვედრას, ხელმძღვანელებმა დეტალურად გაგვაცნეს სილაბუსი, შესასრულებელი დავალებები და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაგვეხმარება არამარტო პრაქტიკის მსვლელობაში, არამედ პროფესიულ განვითარებაში.

ჩემთვის სასიამოვნო იყო როგორც ონლაინ-შეხვედრა, ისე სკოლაში სტუმრობა. ყოველთვის მაინტერესებდა მასწავლებლის მხრიდან სასკოლო ყოველდღიურობა და გაკვეთილების დაგეგმვის პროცესი. ვფიქრობ, სასკოლო პრაქტიკა ამ მხრივ ძალიან დამეხმარება.

ქალბატონმა ნათიამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეთვალიერებინა სკოლა, გაგვეცნო დირექცია და უკეთ შეგვეგრძნო სასწავლო გარემო. ეს დაგვეხმარა უკეთ გაგვეგო, როგორია სკოლაში ყოველდღიური ცხოვრება.

რაც შეეხება ონლაინ-შეხვედრას — ის იყო ძალიან სასიამოვნო და ინფორმაციული. მასწავლებლებმა სილაბუსი მარტივად და გასაგებად განიხილეს. შეხვედრის განმავლობაში აშკარად ჩანდა მათი პროფესიონალიზმი და მხარდაჭერა

ჩატარებული ონლაინ შეხვედრა ჩემთვის ძალზედ საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. სანამ შეხვედრას დავესწრებოდი მქონდა ბევრი შეკითხვა, რასაც შეხვედრის მიმდინარეობის დროს გაეცა პასუხი. შეხვედრა დამეხმარა მივმხვდარიყავი თუ რას უნდა მოველოდე კურსის განმავლობაში. მიღებული ინფორმაციით ჩემი პრაქტიკა იქნება ორგანიზებული.  ვხვდები, რომ ეს პრაქტიკა პროფესიულად კიდევ უფრო მეტად განვითარებაში დამეხმარება. ძალიან მოტივირებული ვარ და ვეცდები ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მაქსიმალურად ბევრი რამ ვისწავლო.

პირველი შეხვედრა ძალიან საჭირო და საინტერესო იყო, რადგან შევხვდით მასწავლებელს, გავეცანით დირექციას, ვნახეთ სკოლა და მოსწავლეები, გავეცანით სილაბუსს და მივიღეთ

ყველა საჭირო ინფორმაცია რაც შეიძლებოდა დაგვხმარებოდა მომავალი დავალებების შესრულებაში, ჩვენი პრაქტიკის ხელმძღვანელი, მასწავლებელი, ქალბატონი ანა შეყილაძე იყო ძალიან თბილი და ყურადღებიანი, ყველაფერი დაწვრილებით აგვიხსნა და დაგვაკვალიანი ასევე მოგვაწოდა შესაბამისი მასალები, რომელიც დაგვეხმარება პირველი დავალების შესრულებაში, ვფიქრობ მსგავსი დამოკიდებულებით, შრომით, მონდომებითა და თანამშრომლობით მივაღწევთ საერთო მიზანს და ეს პროცესი იქნება სასიამოვნო და ნაყოფიერი, მადლობა.

ქრისტინა ბეჟანიშვილი

პირველი შეხვედრა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. მოგეხსენებათ დამოუკიდებელი პრაქტიკა ახალი გამოწვევა და გამოცდილებაა ჩვენთვის, რომელსაც თან ახლავს ერთგვარი შიში, ინტერესი  და მოტივაცია, რომ ღირსეულად, წარმატებით გავართვათ თავი. იმედი მაქვს, რომ მოსწავლეებთან და სკოლასთან ურთიერთობა დაგვხემარება ეს შიში დავძლიოთ და თავი ვიგრძნოთ კომფორტულად სასკოლო გარემოში, რაც დამეთანხმებით  მნიშვნელოვანია საქმის კარგად შესრულებაში.

ონლაინ შეხვედრა საკმაოდ ინფორმაციული იყო. გავეცანი რა გამოწვევები გველოდა წინ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მასწავლებლობა დიდ შრომას და პასუხსმგებლობას მოითხოვს. ხელმძღვანელებმა დაწვრილებით აგვიხსნეს ყველა დეტალი რისი გათვალისწინებაც მოგვიწევს ყველა ეტაპზე. იმედი მაქვს, რომ ეს პრაქტიკა იქნება ჩემი არჩევანის სისწორეში დარწმუნების  ერთ-ერთი მიზეზი და პირადი განვითარების კარგი საშუალება.

დინარა ტანირვერდიევა

პირველი შეხვედრა სკოლაში ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. განსაკუთრებით დამამახსოვრდა გიტა მასწავლებლის ენერგია, მოტივაცია და საკუთარი პროფესიისადმი სიყვარული.  ეს ყველაფერი მასწავლებლობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

შეხვედრის დროს გავიცანით სკოლის დირექტორი და კოლეგები, დავათვალიერეთ საკლასო ოთახები და სკოლის გარემო, ძალიან მომეწონა სკოლა.

გიტა მასწავლებელი ენერგიული, პოზიტიური და შთამაგონებელი ქალია, რაც სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს ქმნის.

ასევე დამამახსოვრდა გიტა მასწავლებლის კოლეგა, რომელიც გვიზიარებდა, თუ რატომ აირჩია მასწავლებლობა. მისი სიტყვებიდან ჩანდა, რამდენად უყვარს ბავშვებთან მუშაობა და როგორ აფასებს ამ პროფესიის მნიშვნელობას.

ახალი სასწავლო წელი, ჩვენ ყველასთვის, დიდ შრომასთან და განვითარებასთან ასოცირდება. თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი და ნამდვილად კარგი შეგრძნებაა, როცა გრძნობ, რომ ლექტორები და მასწავლებლები იზიარებენ ამ ყოველივეს და გვაგრძნობინებენ მაქსიმალურად ჩვენს გვერდით დგომას.

სკოლაში პრველი საინფორმაციო შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ვნახეთ სკოლა და მოსწავლეები, რომლებიც ძალიან საყვარლები არიან და გავეცანით დირექციას. ყველა მაქსიმალურად არის ჩართულნი ჩვენს დახმარებაში და ხელშეწყობაში, რაც თავს კომფორტლად მაგრძნობინებს. მივიღე პირველივე შეხვედრაზე ყველა საჭირო ინფორმაცია და მზად ვარ აქტიური მუშაობისთვის.

რაც შეეხება ონლაი შეხვედრას იყო ძალიან ინფორმაციული, ჩემს კითხვებზე მაქსიმალურად მივიღე საჭირო პასუხები და გავეცანი კურსის სილაბუსს. გავიაზრე ის გეგმა, რაც მთელი სემესტრის განმავლობაში მაქვს შესასრულებელი და გავიგე ყველაფერი პრაქტიკის მიზნებზე, აქტივობებსა და შეფასებაზე. შხვედრის შემდეგ უფრო დავრწმუნდი, რომ ეს სემესტრი, რომელიც დატვირთულია დამოუკიდებელი პრაქტიკებით, უფრო მეტად დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და წინსვლაში.

ჩემი მოლოდინები ნამდვილად მარალია, ვარ მოწადინებული და მონდომებული ბევრი ახალი გამოცდილების შეძენაში. მჯერა რომ ეს წელი იქნება ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი და დატვირთული ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაციებით.

პირველი შეხვედრა ჩემთვის ნამდვილად ძალიან ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო.. სიმართლე რომ ვთქვა  ძალიან დიდი მონდომებით ველოდი ამ შეხვედრას, რათა სამაგისტრო კურსის ფარგლებში პირველად  გვიწევს დამოუკიდებელი პრაქტიკა და დაბნეულობასთან ერთად დიდი ღელვაც მქონდა. როცა ინფორმაცია ამომწურავად არ მაქვს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ღელვა უფრო იმატებს, მაგრამ ამ შეხვედრამ ყველა ჩემი კითხვის ნიშანი გააქრო.. შეხვედრამდე მქონდა კითხვები ჩანინული რომელიც მინდოდა დამესვა, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელები იმდენად გაწაფულები და ორგანიზებულები იყვნენ რომ ყველა კითხვაზე პასუხი მანამ გვქონდა სანამ უშუალოდ ვიკითხავდით, ამისთვის დიდი მადლობა მათ.

რაც შეეხება სკოლაში ვიზიტს, პირველად მივედით სკოლის, მოსწავლეების, დირექტორის  გასაცნობად, სადაც ძალიან ოჯახური და თბილი გარემო დაგვხვდა. ანა მასწავლებელი გასაოცარია, რომელთანაც ყველანაირი დაძაბულობა და კომპლექსი წარსულში რჩება.  მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ანა მასწავლებლის მითითებებს, ტქნიკებს დავუკვირდებით, გავითვალისწინებთ და გამოვიყენებთ, ყველა ისეთ შედეგს მივიღებთ როგორიც წარმოგვდგენია.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ რომ თუ ვიშრომებთ, შედეგი გარანტირებული იქნება.  როცა ასეთ პროფესიას ვირჩევთ, სადაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ჩვენზე, სიზარმაცის უფლება უბრალოდ არ გვაქვს.

წარმატებები ყველას.

პრაქტიკის პირველი დღე ატარებდა გაცნობით ხასიათს, გავიცანით სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, დავათვალიერეთ სკოლის ინფრასტრუქტურა, როდესაც ახალ გარემოში ხვდები და გინდა ამ გარემოდან ბევრი სასიკეთო ინფორმაცია და ემოცია წამოიღო - უმნიშვნელოვანესია გარემოს იცნობდე, იცნობდე ადამიანებს ვინც ამ სასიკეთო საქმეში დაგეხმარება. ამავე დროს გარემოს გაცნობა დაგეხმარება უკეთ შეაფასო მოსწავლეების შესაძლებლობები, ცოდნა გარემოსთან შეფარდებით და რა თქმა უნდა, შექმნილი გარემოდან შეიძლება  მასწავლებლების კვალიფიკაციის და მონდომების შეფასება. როგორ აქვთ მოწყობილი ბიბლიოთეკა, კლასები, დერეფნები, რამდენად კეთილგანწყობილნი არიან, როგორი ატმოსფერო ტრიალებს სკოლაში. მგონია, რომ ეს იყო სწორად დაწყებული სასწავლო პრაქტიკა, ვინაიდან დამწყები მასწავლებლისთვის, დამოუკიდებელი სასკოლო პრაქტიკა, შთაბეჭდილებები და ემოციები არის უმნიშვნელოვანესი და ფონად გასდევს მთელს მის კარიერას, ასევე პრაქტიკის ხარისხიან მიმდინარეობას უზრუნველყოფს.

მე სკოლისგან და მასწავლებლისგან  დიდი მოლოდინები გამიჩნდა, გამიღრმავდა მოტივაცია, იმედი მაქვს შევძლებ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პრაქტიკულ უნარების გამომუშავებას.