ეგვიპტე by Lizzie Ukleba

რამდენიმე კვირის წინ დაიწყო ჩემი მოგზაურობა ეგვიპტეში. მინდა გაგაცნოთ ღირსშესანიშნავი აღმოჩენები, რომლებიც ცალი თვალით ჩაგახედებთ წარსულში  და დეტალურად გიამბოთ ეგვიპტელების ცხოვრებაზე.

ეგვიპტელები ფენების მიხედვით იყვნენ დაყოფილი და ეს კი მათ გარეგნოობაზე ისახებოდა. ძველი ეგვიპტელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჰიგიენასა და ესთეტიკას. მათი უმრავლესობა ნილოსში იბანდა ტანს და ცხოველური ცხიმისა და ცარცისგან შექმნილ რბილ საპონს იყენებდა. მამაკაცები მთელ ტანს იპარსავდნენ სისუფთავისთვის, ხოლო უსიამოვნო სუნისა და კანის დასაამებლად არომატულ ნელსაცხებლებსა და ზეთებს იყენებდნენ. ტანსაცმელი უბრალო სელისგან იქმნებოდა, რაც ძირითადად თეთრი ფერის იყო. მაღალი წრის მამაკაცებიც და ქალებიც პარიკებს და სამკაულებს ატარებდნენ და სახეს კოსმეტიკით იფარავდნენ. ბავშვები 12 წლამდე ტანსაცმლის გარეშე დადიოდნენ. ამ ასაკში ბიჭებს წინადაცვეთის რიტუალს უტარებდნენ და თავს პარსავდნენ. ბავშვების მოვლა დედებს ევალებოდა, მამებს კი — ოჯახში სარჩოს შემოტანა.
არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ ეგვიპტელები ქრისტეშობამდე 5000 წლით ადრე კბილის პასტას აწარმოებდნენ. ისინი იყენებდნენ ფხვნილს, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ინგრედიენტებისგან შედგებოდა მაგ. კვერცხის ნაჭუჭი, პიტნა და ა.შ.

ძველ ეგვიპტელთა უმრავლესობა ფერმერი იყო. მათი საცხოვრებელი ნაგებობები გამიჯნული იყო ერთმანეთისგან ოჯახების მიხედვით და ტალახის აგურით იყო ნაგები, რაც ცხელი დღის განმავლობაში მის სიგრილეს განაპირობებდა. ყოველ სახლს სამზარეულო ჰქონდა ღია სახურავით. აქ იყო საფქვავი ქვა ხორბლისთვის და მცირე ღუმელი პურის საცხობად.კედლები თეთრად იყო შებათქაშებული და სავარაუდოდ დაფარული იყო შეღებილი სელის ფარდებით. იატაკზე ლერწმით ნაქსოვი ფარდაგები ეფინა, ხოლო ავეჯს წარმოადგენდა ხის სამფეხა სკამები, იატაკიდან აწეული საწოლი და ინდივიდუალური მაგიდები.
ძირითადი საკვები იყო პური და ლუდი, რასაც ემატებოდა ბოსტნეული, ძირითადად ხახვი და ნიორი, და ხილი — ლეღვი და ჩირი. ღვინო და ხორცეული ძირითადად დღესასწაულების დღეებში იყო მასებისთვის, ხოლო მაღალი წრისთვის კი უფრო რეგულარულად. თევზი, ფრინველი და ხორცეული მარილდებოდა და შრებოდა, შემდეგ კი წვნიანად კეთდებოდა ან იწვებოდა.

მუსიკა და ცეკვა პოპულარული გართობის საშუალება იყო მათთვის, ვისაც ამისთვის ხელი მიუწვდებოდა. ადრეულ ინსტრუმენტთა შორის იყო ფლეიტა და ფანდური, მოგვიანებით დამუშავდა საყვირის, ობოისა და დუდუკის მსგავსი საკრავებიც.

ძველ ეგვიპტეში ბევრი რელიგიური ცენტრი იყო და მათგან თითოეულს თავისი კოსმოგონიური სისტემა ჰქონდა. ეგვიპტელები ღმერთებს და ფარაონებს (რომლებით ღმერთების განსახიერებები იყვნენ) დიდ პატივს სცემდნენ, რადგან ეგვიპტელები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მორწმუნე საზოგადოება. როგორც პოლითეისტური რელიგია, მისი მრავალი რესურსი გამიზნული იყო სხვადასხვა ღმერთების შესაწირავებისთვის.
ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ღმერთები აკონტროლებდნენ ყველა ბუნებრივ მოვლენას, ამიტომაც ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ ეგვიპტური რელიგიის პრაქტიკაზე ფარაონთან, რომელიც ეგვიპტურ ღმერთებთან ყველაზე ახლოს იყო.  სხვადასხვა ეგვიპტური ღმერთებისთვის ხარკის არ გადახდით გამოიწვევდნენ ბუნებრივ კატასტროფას.
სწორედ ამიტომ, ეგვიპტელების მმართველობის სისტემამ მოიპოვა დიდი რაოდენობით ხარკისა და რესურსების მონოპოლიზება, რათა აეშენებინათ და აეგოთ ტაძრები და საკურთხევლები სხვადასხვა ეგვიპტური ღმერთებისთვის, რომლებიც განზრახული იყო ხარკის გადახდაზე, რადგან ეგვიპტელები ძალიან ერთგული იყვნენ ეგვიპტური რელიგიის მიმართ. სანამ ეგვიპტური რელიგია ფეხს იკიდებდა ეგვიპტელ ხალხში, ისინი ძირითადად ფარაონის თანამშრომლები იყვნენ. მაგრამ როგორც მღვდლების პოპულარობა ერთნაირად იზრდებოდა, ტაძრის სიმდიდრე უფრო დიდი გახდა მანამ, სანამ არ დადგა დრო, როცა მათ ფარაონთან კონკურენცია მოინდომეს.

ეხნატონმა ამონ-რას ქურუმთა ძლიერი და მდიდარი კასტის წინააღმდეგ გაილაშქრა, სამხედრო ძალების მეშვეობით დახურა ტაძრები, ძველი ღმერთების სახელები ამოშალა რელიეფებიდან, დაამსხვრიეს მათი ქანდაკებები, ტაძრებს ჩამოერთვათ მათ დაქვემდებარებაში მქონე მამულები. როდესაც რელიგიურ რეფორმაზე ვსაუბრობთ, აუციელბელია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეგვიპტური რელიგია ეხნატონის მეფობისას უკვე 2000 წელს ითვლიდა. ქვეყანა ყოველდღიურობით მტკიცედ იყო გადაჯაჭვული რელიგიას. რა თქმა უნდა მისი რევოლუციური იდეები ადვილად არ მიუღია საზოგადოებას და არც ქურუმებს.
მეფობის პირველივე წელს ნათელი ხდება, რომ ახალგაზრდა ფარაონი ქურუმთა წესებით თამაშს არ აპირებს და კარნაკის ტაძარში, რომელიც ამუნ-რას კულტის ცენტრს წარმოადგენს ტაძარს აგებს, ტაძარი მზის ღმერთს – ატონს ეძღვნება. მეფობის მე-6 წელს იცვლის სახელს და ირქმევს ეხნატონს, ამავე დროს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად ატონს აღიარებს. აქვე იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და დედაქალაქი თებედან ახლად აშენებულ ქალაქ ახეტატონში გადააქვს.

ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო ისტორიაში პირველად დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. იგი დაიდო ხეთებისა და ეგვიპტის იმპერიებს შორის ძვ.წ. 1258 წელს. მისი პირობების თანახმად, ორივე მხრიდან უნდა დაებრუნებინათ კეთილშობილური წარმომავლობის მოქალაქეები.მხარეები ასევე შეთანხმდნენ მეზობელ სახელმწიფოში გაქცეული დამნაშავეების გადაცემაზე, რომლებსაც სახელმწიფო დაგატრიალებაში ედებოდათ ბრალი. ეს ზავი მოგვიანებით პოლიტიკური ქორწინებითაც გაამყარეს...
ომის ნაცვლად, ორივე სახელმწიფომ დაიწყო სავაჭრო კავშირების შენარჩუნება, გაცვალეს გამოცდილება სამშენებლო და სოფლის მეურნეობაში, გაუზიარეს ტექნიკური ინოვაციები ერთმანეთს. ამან დიდი გავლენა იქონია ორივე სახელმწიფოს მაცხოვრებლებზე, შეამსუბუქა იგი.