ვარძია by Mariam Devnozashvili

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი. ძეგლის სტუქტურისა და მასალის გათვალიწინებით საუკუნეების განმავლობაში ვარძია ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად რთულ ფიზიკურ მდგომარეობაშია. ქვაში ნაკვეთი უნიკალური ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, კომპლექსის კვლევა და საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე წელია უწყვეტად მიმდინარეობს.

ვარძია მდებარეობს თბილისიდან სამას კილომეტრზე, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონში. გამოქვაბული მონასტერი გამოკვეთილია XII საუკუნის მეორე ნახევარში. ნახევარ კილომეტრზე გადაჭიმული ცამეტსართულიანი ანსამბლი განლაგებულია ზღვის დონიდან 1 300 მეტრის სიმაღლეზე. კომპლექსის საერთო ფართობი 40 000 კვ.მ. შეადგენს.
არძიის წმიდათა-წმიდა სახელი უცვლელად აცოცხლებს პირველ ქართველ ქალ – მეფეთა-მეფის თამარის სახეს, რომელთანაცაა დაკავშირებული ამ მონასტრის მშენებლობა ფეოდალური საქართველოს “ოქროს ხანაში”.

არაჩვეულებრივია ვარძიის ბუნებრივი გარემო. უძველესი დროიდან დასახლებული მხარე მდებარეობდა იმ მთავარ გზაზე, საქართველოს რომ უკავშირებდა წინა აზიას.

გამოქვაბულთა მშენებლობა საქართველოში ვითარდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, ვიდრე შეიქმნებოდა ვარძია.

ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. ეკლესიის კამარა, საკურთხეველი და იატაკი გამოკვეთილია კლდეში, ხოლო სამხრეთის, ჩრდილოეთის და ნაწილობრივ დასავლეთის კედლები ამოყვანილია ქვიტკირით. კლდის სიღრმეში, ტაძრის მახლობლად, მოწყობილია აუზი წყაროს
წყლისათვის, რომელიც ნაკურთხ წყლად ითვლებოდა.  ეკლესიის გვერდით კლდეში გამოკვეთილია სამარხები. ჩრდილოეთით აგებულია აგურის აკლდამა, ფასადზე შემორჩენილი მოჭიქული შორენკეცების ნაშთებით. კლდის სირღმეში გამართულია ფარული გვირაბები და სახიზარი ქვაბები. ტაძარი მოხატულია უნიკალური ფრესკებით. იგი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის რატი სურამელის თაოსნობითა და სახსრებით. ბიბლიურ თემაზე შექმნილ სცენათა გარდა, აქ გვხვდება გიორგი III-ის, თამარ მეფისა და რატი სურამელის პორტრეტები.

თურქების მიერ სამცხეში 1595 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ვარძია დაუსახლებელია. ვარძიაში მონასტრის გაუქმებამ, შემდგომ მისი, როგორც ისტორიული ძეგლის, განადგურება გამოიწვია. რუსეთ-თურქეთის 1828-29 წლების ომის შემდეგ, მესხეთის ნაწილი ვარძიითურთ, კვლავ საქართველოს შემოუერთდა, მაგრამ ვარძია ისევ უყურადღებოდ რჩებოდა.

1954 წელს ბერძენმა მღვდელმა გიორგი პოპონდუპოლომ დაიწყო ტაძრის გაწმენდა, ტაძარში მოსასვლელი გზა შეაკეთა, ხის უბრალო კანკელი გააკეთა და ვარძია 1857 წელს ხელახლა აკურთხეს, დაუდგინეს მოძღვარი ორი მორჩილით.

საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასატრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ, ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი – მუზეუმი დაარსდა.

1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის “გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი”.

დღეს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

სსიპ-დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ.განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ დევნოზაშვილი